Skip to content
05/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ჩვეულებრივად არიან 21-ე საუკუნის მოღალატე ორჯონიკიძეები – შალვა პაპუაშვილი ოპოზიციაზე

მარშალ პრესი 14/04/2025
SHALVA PAPUASHVILI

ჩვეულებრივად არიან 21-ე საუკუნის მოღალატე ორჯონიკიძეები, რომლებიც დადიან სხვადასხვა დედაქალაქში და ცდილობენ გამოიწვიონ ზალპური ცეცხლი საქართველოს წინააღმდეგ, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ოპოზიციის მისამართით.

„როცა ღალატის გზაზე დადგება ესა თუ ის ადამიანი თუ ჯგუფი, იმ საქმიდან არაფერი გამოდის. სხვა რამეს კი არ აკეთებდა ორჯონიკიძე. იმასაც სწამდა, რომ საქართველოსთვის უნდოდა რაღაც კარგი, მაგრამ იყო სხვა ქვეყნის სამსახურში ჩამდგარი, მოღალატე ადამიანი. ზუსტად ასე არიან ესენი [ოპოზიცია], რომლებიც ცდილობენ, რომ წარმოაჩინონ თითქოს, რაიმე სასიკეთოს აკეთებენ. ნებისმიერი ადამიანი, რომელიც საკუთარი ქვეყნის წინაშე გაილაშქრებს და სხვა სახელმწიფოს იარაღად გამოყენებას ცდილობს, არის მოღალატე. ეს არის დეფინიცია თავად სიტყვისა მოღალატე – ადამიანი, რომელიც საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ სხვა ქვეყნის ხელისუფლებას იყენებს.

ასე რომ, ჩვეულებრივად არიან 21-ე საუკუნის მოღალატე ორჯონიკიძეები, რომლებიც დადიან სხვადასხვა დედაქალაქში და ცდილობენ, გამოიწვიონ ზალპური ცეცხლი საქართველოს წინააღმდეგ. მეთოდები იცვლება, ადრე თუ ტანკებით, სისხლით და ქვემეხებით შემოდიოდნენ, ახლა სანქციებია 21-ე საუკუნის ტანკები და ქვემეხები, თორემ მოტივაცია და დამოკიდებულება ერთი და იგივეა. ზოგიერთს საშუალება რომ ჰქონოდა, შეიძლება ტანკებითაც შემოსულიყვნენ ევროპიდან დემოკრატიის აღდგენის მოტივაციით. როგორც ვაკვირდები, ზოგიერთს თანამდებობა კი აქვთ ევროპაში ტანკებს რომ მოუხმონ და ჭკუაც არ დაუშლით, რომ ასეთი გადაწყვეტილება მიიღონ. ეს არის 21-ე საუკუნის ქვემეხები, ზალპური ცეცხლი და ამაში მონაწილეობენ მოღალატე ქართველები“, – აღნიშნა პაპუაშვილმა

Post navigation

Previous: თეა წულუკიანი გახარიას: ყველა ინტერვიუში ნათქვამი გაქვთ, რომ ყველა გადაწყვეტილებას [20 ივნისს] ოპერაციის მართვისას, მათ შორის, ტყვიების გამოყენებაზე, იღებდით თქვენ, ახლა ამბობთ, რომ ბრძანება არ გაგიციათ და დააბრალეთ კონკრეტულ პოლიციელებს
Next: სოზარ სუბარი 20 ივნისის დარბევაზე: როდესაც ვთქვი, რომ არანაირი დარბევა არ მოხდებოდა, ეს არის განცხადება, რომელიც გაკეთდა გახარიას მიერ ბრძანების გაცემამდე, მაშინ გვქონდა მკაფიო შეთანხმება, რომ ამ პროცესების ძალისმიერი აღკვეთა და დარბევა არ მოხდებოდა და მე ეს გავიმეორე ჟურნალისტებთან

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.