Skip to content
11/01/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • რეგიონები

ოზურგეთში პროექტის – „ახალგაზრდული რეგიონული პლატფორმის ჩამოყალიბება გურიის რეგიონში‘‘ შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა

მარშალ პრესი 14/04/2025
1744614081390

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით, ოზურგეთში პროექტის – „ახალგაზრდული რეგიონული პლატფორმის ჩამოყალიბება გურიის რეგიონში‘‘ შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა.

პროექტის მიზანი არაფორმალური განათლების გზით, ახალგაზრდების პიროვნული და პროფესიული განვითარების ხელშეწყობა, ასევე, გურიის რეგიონის მუნიციპალიტეტებში არსებული ახალგაზრდული სივრცეების ფუნქციური გაძლიერებაა.

ღონისძიებას საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი ალექსანდრე წულაძე, გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ურუშაძე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი ავთანდილ თალაკვაძე, ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე სარიშვილი, ლანჩხუთის საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ტაბიძე და ახალგაზრდობის სააგენტოს ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ბააკაშვილი დაესწრნენ.

Post navigation

Previous: ქვეყანა, რომელიც საომარ მდგომარეობაშია, ვერ გახდება ნატოს ან ევროკავშირის წევრი – გერმანიის მომავალი კანცლერი
Next: ქართული ენა ჩვენი თვითმყოფადობის, სულიერებისა და ერთიანობის სიმბოლოა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.