Skip to content
08/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

საქართველო აზერბაიჯანთან ერთად თამაშობს მთავარ როლს. ევროპისა და შუა აზიის დამაკავშირებელ ფუნქციას ვიტვირთავთ ორივე ერთად

მარშალ პრესი 13/04/2025
levan machavariani3

საქართველო აზერბაიჯანთან ერთად თამაშობს მთავარ როლს. ევროპისა და შუა აზიის დამაკავშირებელ ფუნქციას ვიტვირთავთ ორივე ერთად, – განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის განცხადებაზე საუბრისას.

„ორივე ქვეყნის ინფრასტრუქტურა არის მთლიანად ჩართული, საზღვაო პორტები, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა, შესაბამისად საქართველოს არმოხსენიება ნიშნავს ან არაკომპეტენტურობას, ან პირდაპირ მავნებლობას. სწორედ ამას მიუძღვნა თავისი განცხადება ბატონმა ალიევმა, რითაც ჩვენ მხარი დაგვიჭირა“, -აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.

აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის განცხადებით, ევროკავშირის დამოკიდებულება საქართველოს საშინაო საქმეების მიმართ კოლონიალისტურ მიდგომას ჰგავს.

Post navigation

Previous: საგამოძიებო კომისია შექმნილია საქართველოს პარლამენტის მიერ და ნებისმიერი პირი, ეს იქნება გახარია თუ სხვა ოპოზიციური ლიდერები, კანონით ვალდებულნი არიან გამოცხადდნენ
Next: ქვეყანა, რომელიც საომარ მდგომარეობაშია, ვერ გახდება ნატოს ან ევროკავშირის წევრი – გერმანიის მომავალი კანცლერი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.