Skip to content
29/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • შემთხვევა

ავჭალაში, 13 წლის მოზარდი ლიფტის შატხში ჩავარდა და დაიღუპა

მარშალ პრესი 13/04/2025
ubeduri shemtxveva

ავჭალაში, მოზარდი ლიფტის შატხში ჩავარდა და დაიღუპა. შემთხვევა ე.წ ტიტანიკის კორპუსში მოხდა, თბილისის მერიის ცნობით, ბავშვი სახლის სახურავზე სკეიდით კატაობდა, რა დროსაც შახტში ჩავარდა.

როგორც ცნობილია, ამ ადგილზე ლიფტს არასდროს არ უმუშავია, დაღუპული კი არ იყო იქ მცხოვრები.

“გვინდა, მწუხარება გამოვთქვათ გლდანის რაიონში მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის შედეგად, მოზარდის გარდაცვალების გამო. ვუსამძიმრებთ მის ოჯახსა
და ახლობლებს.

შემთხვევა მოხდა ლიბანის ქუჩა N22 არსებული ე.წ. ტიტანიკის კორპუსის სახურავზე, სადაც მოზარდი, თანატოლებთან ერთად, სკეიტბორდით იმყოფებოდა.
მოზარდი სახურავიდან ლიფტის შახტში ჩავარდა.

ბავშვები აღნიშნული კორპუსის მცხოვრებლები არ არიან. ე.წ. ტიტანიკის კორპუსი გასული საუკუნის 80-იანი წლებიდან მოყოლებული ავარიულ მდგომარეობაშია და სწორედ ავარიულობის გამო, კორპუსში ლიფტი მოწყობილი არასდროს ყოფილა.

მოსახლეობის გამოყვანის პროცესი თბილისის მერიამ წლების წინ დაიწყო. მობინადრეებს შეეთავაზათ ქირით გაყვანა და “ავარიული კორპუსების
ჩანაცვლების პროგრამაში” მონაწილეობა.

უსაფრთხოების მიზნით, გლდანის რაიონის გამგეობამ მოსახლეობას არაერთხელ შესთავაზა ქირით უზრუნველყოფა და მოსთხოვა გასვლა აღნიშნული შენობიდან.

მოსახლეობის ნაწილი შეთავაზებას დათანხმდა, ნაწილი კი რჩება აღნიშნულ მისამართზე საცხოვრებლად და უარს აცხადებს ქირით გასვლაზე. თბილისის განვითარების ფონდი კვლავ გამოთქვამს მზაობას, მოხდეს კორპუსის ჩანაცვლება, თუმცა, როგორც საზოგადოებისთვის არის ცნობილი, ამისთვის საჭიროა მოსახლეობის 100%-იანი თანხმობა.”– ნათქვამია თბილისის მერიის განცხადებაში.

Post navigation

Previous: თანხვედრა სამართალში – ინგლისისა და უელსის სასამართლო, საქართველოს პროკურატურის მსგავსად, ოქუაშვილს ამტყუნებს, ივანიშვილს კი ამართლებს
Next: საგამოძიებო კომისია შექმნილია საქართველოს პარლამენტის მიერ და ნებისმიერი პირი, ეს იქნება გახარია თუ სხვა ოპოზიციური ლიდერები, კანონით ვალდებულნი არიან გამოცხადდნენ

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.