Skip to content
18/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • უცხოეთი

დონალდ ტრამპმა რუსეთს სანქციები 1 წლით გაუხანგრძლივა

მარშალ პრესი 13/04/2025
putin trumo

აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას, რომლითაც 2021 წელს ჯო ბაიდენის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა.

შესაბამის დოკუმენტს აშშ-ის ფედერალურ რეესტრში ავრცელებენ.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ 2021 წელს შემოღებული საგანგებო რეჟიმი მიზნად ისახავს, „წინააღმდეგობა გაუწიოს განსაკუთრებულ საფრთხეს ეროვნული უსაფრთხოებისთვის, საგარეო პოლიტიკისა და აშშ-ის ეკონომიკისთვის, რომელსაც წარმოადგენს რუსეთის ფედერაციის მთავრობის გარკვეული მავნე საგარეო საქმიანობა“.

დოკუმენტის თანახმად, აშშ-ის მიერ რუსეთის წინააღმდეგ მიღებული კონკრეტული სანქციები მიზნად ისახავს რუსეთის შემდეგი ქმედებების აღკვეთას: ჩარევას აშშ-სა და მისი მოკავშირე ქვეყნების არჩევნებში, ასევე, სანქციები მიმართულია რუსეთის სხვა ისეთი საქმიანობების წინააღმდეგ, როგორებიცაა: კიბერშეტევები, საერთაშორისო კორუფციული სქემების გამოყენება სხვა ქვეყნების მთავრობებზე გავლენის მოსაპოვებლად, ჟურნალისტების დევნა, რეგიონში უსაფრთხოების დარღვევა და საერთაშორისო სამართლის დარღვევა.

„ამიტომ, 2021 წელს გამოცხადებული საგანგებო რეჟიმი, რომელიც მოგვიანებით გაფართოვდა რამდენიმე სხვა ბრძანებით, კვლავაც გაგრძელდება 2025 წლის 15 აპრილის შემდეგაც. მე ვახანგრძლივებ ამ რეჟიმს კიდევ ერთი წლით,“ – აღნიშნულია დოკუმენტში.

Post navigation

Previous: ქართველი ხალხის მოთმინების ფიალა ივსება და ხელისუფლების გონივრული სიმშვიდეც კი ვეღარ შეაკავებს აზვირთებულ ტალღას
Next: თანხვედრა სამართალში – ინგლისისა და უელსის სასამართლო, საქართველოს პროკურატურის მსგავსად, ოქუაშვილს ამტყუნებს, ივანიშვილს კი ამართლებს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.