IMG.GE ___________________________________ IMG.GE

დიდი ბრიტანეთის მიერ დაწესებულ სანქციებზე საპასუხო რეაქცია გვექნება, – ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

„ასეთი არამეგობრული ნაბიჯების გამო მხოლოდ მწუხარების გამოხატვა შეგვიძლია, რასაკვირველია, საპასუხო რეაქციას გვექნება,“- განაცხადა პესკოვმა.

შეგახსენებთ, დიდმა ბრიტანეთმა რუსეთის 25 და საუდის არაბეთის 20 მოქალაქეს ადამიანის უფლებების დარღვევის გამო სანქციები დაუწესა. სანქციების ფარგლებში სერგეი მაგნიტსკის მკვლელობაში გარეულ პირებს დიდ ბრიტანეთში აქტივებზე წვდომას გაუყინავენ და ქვეყანაში შესვლას აუკრძალავენ.

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება