Skip to content
11/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ანწუხელიძე გმირია, ნაცები დამნაშავეები ხართ, მართლა, უნიჭოდ რომ იგიჟიანებთ მაგ სულელ თავებს, ვითომ ვერ ხვდებით რა სთქვა წულუკიანმა

მარშალ პრესი 12/04/2025
svimon jangulashvili

 “მართლა, უნიჭოდ რომ იგიჟიანებთ მაგ სულელ თავებს და ვითომ ვერ ხვდებით რა სთქვა წულუკიანმა, ისტერიკას რომ იმართებთ, მანიპულატორებო” – წერს საზოგადოება,, ქართულის” წევრი, დირიჟორი სვიმონ ჯანგულაშვილი სოციალურ ქსელში.

,,მხოლოდ ერთი ანწუხელიძე კი არა, მრავალი ანწუხელიძე, და ასევე, სამშობლოს ნაწილები, “ქვა-ღორღიანი” ასობით სოფელი, ახალგორი, კოდორი, აფხაზეთი და სამაჩაბლო უაზროდ, დიახ, უაზროდ შესწირა საკუთარ პიარს სააკაშვილმა და მისმა დანაშაულებრივმა სადისტურ-მანიაკალურმა პარტიამ.

უაზროდ რატომ შეეწირა კოდორი და ახალგორი სააკაშვილის პიარს?

ახალგორის და კოდორის ხსენებაზე რატომ არ გიჟდებით, არ დაგიმუშავებიათ პროპაგანდის ორგანოებში? გიტყდებათ ახსენოთ ხო თქვენი პარტიული ბელადების ეს სამარცხვინო და დანაშაულებრივი მსხვერპლები?

რატომ არაა კოდორი საქართველოსი?
რატომ არაა ახალგორი საქართველოსი?
რატომ დაიღუპა ანწუხელიძე?

დიახ, უაზროდ გაწირა ანწუხელიძე სააკაშილმა და მისმა პარტიამ, განსაცდელში ჩააგდეს ის ადამიანი, ლაჩრობასა და გმირულ თავგანწირვას შორის არჩევანისთვის გაწირეს. ამ გაწირვაში მას შეეძლო სისუსტე გამოეჩინა, მაგრამ, გმირულად მოიქცა… ანწუხელიძე რომ გმირია, ეს არ ნიშნავს, რომ მისი იმ მდგომარეობასა და მომენტში ჩაგდება სწორი და კარგი იყო…

შინდისის ვაჟკაცებიც გმირები არიან, მაგრამ, ისინი იმ მდგომარეობამდე, შინდისის იმ ადგილამდე და იმ თავგანწირვის მომენტამდე, სიცოცხლე-სიკვდილის ზღვარზე, უფსკრულის პირას მიიყვანეს სააკაშვილ-უგულავას “გენიალურმა” მთავარსარდლობამ… იმ მომენტში მათ ლაჩრობასა და გმირობას შორის, გმირობა აირჩიეს.

დიადია მათი მსხვერპლი.

ისტორიაში მრავალია ასეთ მაგალითი, როდესაც ცუდი მმართველის გამო ადამიანები განსაცდელში ხვდებიან და გმირულად იღუპებიან.

ქართული ოცნების მთავარი დანაშაული ისაა, რომ აქამდე არ გააუქმა და პოლიტიკასა და მედიაში ყოფნა არ აუკრძალა ნაცებს.

ახლა ახალი უბედურება ხდება – ნაცი ჩინოვნიკების შვილები შემოდიან პოლიტიკაში. ეს ჭირი, როგორც ჩანს, მოუშორებელია…

ანწუხელიძე გმირია. ნაცები დამნაშავეები ხართ. ნაცების მომხრეები – პროპაგანდის მსხვერპლი, ისტერიული და შემცდარი ადამიანები ხართ. ყველაზე ვირეშმაკები კი, ისინი ხართ, ამდენ წლიან და თვიან ისტერიკას რომ მართავთ იმისთვის, რომ ნაცები დააბრუნოთ ხელისუფლებაში – გვარამიას, ხოშტარიას, ჩახდილ ჯაფარიძის, მელია-ხაბეიშვილ-ბოკუჩავას და მათთან ზურაბიშვილის “ქარტიით” გაერთანებული სხვა მონსტრებისთვის იბრძვით. თქვენთან ერთად არიან ა.ს.ო-ები და მათი უცხოელი დონორები. ყველანი ერთად გაერთანდით სამშობლოს წინააღმდეგ. ესვრით ივანიშვილის და კლავთ სამშობლოს. ბოროტი, ისტერიული ბრბო ხართ! – წერს ჯანგულაშვილი.

Post navigation

Previous: „ევროკავშირმა იმ პრინციპებს შეაქცია ზურგი, რომლებსაც ოდესღაც იცავდა“ – ეკა სეფაშვილი Eagleeyeexplore-თან ინტერვიუში
Next: თეა წულუკიანის განცხადება არის მწარე, მაგრამ პირუთვნელი სიმართლის კონსტატაცია – ირაკლი ყიფიანი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.