მორიგი გაფრთხილება ისრაელში მყოფთათვის – საქართველოს საელჩო მოქალაქეებს ამ წუთებში მოსალოდნელი სარაკეტო შეტევების შესახებ ატყობინებს

226
წაკითხვა/ნახვა

საქართველოს საელჩო ისრაელში მოქალაქეებს კიდევ ერთხელ აფრთხილებს და მოსალოდნელი სარაკეტო შეტევის შესახებ განცხადებას ავრცელებს.

დიპლომატიური უწყების ინფორმაციით, საფრთხის არეალი გაიზარდა და მოქალაქეებს მოუწოდებს, დაიცვან უსაფრთხოების ზომები.

“18:00 სთ-დან შესაძლებელია დაიწყოს სარაკეტო შეტევა ისრაელის ცენტრის მიმართულებით.

აშკელონი; აშდოთიბეერ-შევაშდეროთის გარდა, საფრთხის ქვეშაა იავნეგადერახოლონი, ბათ იამირიშონ ლეციონი, თელ ავივიბნეი ბრაკი, გივატაიმირამათ განი, რამათ ავივი, ლოდი, რამლეჰერცელიაკფარ შმარიაჰუ.

გთხოვთ, დაბრუნდეთ საცხოვრებელ ადგილებში.

თავი შეიკავეთ ღია სივრცეში ყოფნისგან.

განგაშის დროს შედით თავშესაფარში ან საცხოვრებელი შენობის კიბის უჯრედში.

გაუფრთხილდით თავს,” – ნათქვამია განცხადებაში

კომენტარები
მოწონება