Skip to content
11/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ძალიან უწყინარია 5000 ლარიანი ჯარიმა იმ მავნებლობასთან შედარებით, რასაც საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ აკეთებს აგენტურა, მით უმეტეს როცა ამ 5000 ლარსაც პატრონები უხდიან!

მარშალ პრესი 12/04/2025
nino tsilosani cilosani

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ნინო წილოსანი, რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლების რეაქციას ეხმიანება, რომელიც დიდი ბრიტანეთის მიერ საქართველოს ოთხი მოქალაქისთვის სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით გაკეთებულმა მისმა განცხადებამ გამოიწვია.

კერძოდ, წილოსანმა, დიდი ბრიტანეთის მიერ სანქციების დაწესების მიზეზზე საუბრისას აღნიშნა, რომ „ალბათ ადამიანის უფლებების დარღვევაში იმას გულისხმობენ, რომ ცენტრალური გამზირების გადაკეტვისთვის, საბოტაჟის მოწყობისთვის ადამიანები უწყინარი 5000 ლარით რომ ჯარიმდებიან მხოლოდ”.

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის შეფასებით, ნამდვილად უწყინარია 5000-ლარიანი ჯარიმა იმ მავნებლობასთან შედარებით, რასაც აგენტურა საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ აკეთებს. “რა ამბავი აუტეხავთ… კი, ძალიან უწყინარია 5000 ლარიანი ჯარიმა იმ მავნებლობასთან შედარებით, რასაც საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ აკეთებს აგენტურა, მით უმეტეს როცა ამ 5000 ლარსაც პატრონები უხდიან!” – წერს ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში.

Post navigation

Previous: მოღალატე ე.წ. პოლიტიკური ძალის, “ნაცების” მიერ მართული მაჯლაჯუნები რომ ვითომ პროტესტს უწყობენ თეა წულუკიანს, მეტი მოტივაციაა საპარლამენტო საგამოძიებო კომისიისთვის, რომ საქმე ბოლომდე მიიყვანოს
Next: „ევროკავშირმა იმ პრინციპებს შეაქცია ზურგი, რომლებსაც ოდესღაც იცავდა“ – ეკა სეფაშვილი Eagleeyeexplore-თან ინტერვიუში

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.