IMG.GE ___________________________________ IMG.GE

ჩინეთში შავი ჭირის შემთხვევას  ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია მაღალი რისკის შემცველად არ განიხილავს. როგორც ორგანიზაციაში განაცხადეს, ჩინეთში ბუბონური შავი ჭირის ეპიდემია კარგად კონტროლდება.

“ამ მომენტისთვის  ვთვლით, რომ მისი გავრცელების მაღალი რისკი არ არსებობს, თუმცა სიტუაციას მთელი სიფრთხილით ვაკონტროლებთ”, – თქვა ჯანმო-ს პრესსპიკერმა მარგარეტ ჰარისმა.

ჩრდილოეთ ჩინეთში, შიდა მონღოლეთის ავტონომიური რეგიონის ქალაქ ბაიანურში შავი ჭირის შემთხვევა დადასტურდა. გუშინ ჩინეთის ხელისუფლებამ ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში, ქალაქ ბაიანნურში ბუბონური შავი ჭირის პრევენციის მიზნით საფრთხის მე-3 დონე გამოაცხადა.

 

 

 

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება