Skip to content
14/01/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ბრიუსელში რამშტაინის ფორმატის მორიგ შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო

მარშალ პრესი 11/04/2025
Capture

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ბელგიის სამეფოში იმყოფება. ირაკლი ჩიქოვანმა ბრიუსელში, ნატოს შტაბბინაში რამშტაინის ფორმატში გამართულ რიგით 27-ე უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. შეხვედრას ალიანსის წევრი და პარტნიორი ქვეყნების თავდაცვის უწყებების ხელმძღვანელები და უმაღლესი რანგის ოფიციალური პირები დაესწრნენ.

საერთაშორისო ჯგუფის შეხვედრა გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სახელმწიფო მდივანმა ჯონ ჰილიმ და გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა გახსნეს. სხდომის მონაწილეებმა უკრაინაში მიმდინარე ომის ვითარება მიმოიხილეს და უკრაინისთვის სამხედრო დახმარებისა და სასწრაფო მხარდაჭერის საჭიროებებზე იმსჯელეს.
რამშტაინის ფორმატი ამერიკის შეერთებული შტატების ინიციატივით 2022 წლის აპრილში ჩამოყალიბდა, 2025 წლის 13 თებერვლიდან კი მას გაერთიანებული სამეფო გერმანიასთან ერთად უწევს კოორდინაციას.

Post navigation

Previous: ჩვენ დღეს “აფრასიძეები” ვართ და კიდევ დიდხანს მოგვიწევს ამ ტრაგიკულ როლში ყოფნა – სანამ რეალური და არა ვირტუალური ბოროტება, საბოლოოდ არ განიგმირება სამართლიანობის შუბით
Next: არანაირი დაკავება არ იგეგმებოდა, მათ მკვლელობა ჰქონდათ დაგეგმილი და ეს დაადასტურა მიხეილ სააკაშვილმა – სოზარ სუბარი აფრასიძეების განადგურების ოპერაციაზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.