Skip to content
09/06/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

„ნაციონალურ მოძრაობას“ სამართალიც ისეთი მოჩვენებითი და ფასადური ჰქონდათ, როგორც დემოკრატია

მარშალ პრესი 11/04/2025
davit chikhelidze

საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, რეჟიმის მიერ კიდევ ერთი მოკლული ადამიანის ბუტა რობაქიძის მშობელს ვუსმენდი, რომელმაც საქართველოს უახლესი წარსულის, მორიგი შავი ლაქა გაიხსენა. ადამიანურ ტრაგედიასთან ერთად, ეს იყო ზოგადად ქვეყნის ტრაგედია, რადგან ბუტა რობაქიძის მკვლელობის შემდეგ სახელმწიფომ სიმართლის დასაფარად ყველაფერი გააკეთა – წერს ექსპერტი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში.

როგორც ჩიხელიძე აღნიშნავს, ქართული საზოგადოების ძალისხმევის შედეგად 2006 წელს რობაქიძის მკვლელობის საქმეზე პატრულის თანამშრომელ გრიგოლ ბაშალეიშვილს პატიმრობა შეეფარდა, რომელიც ციხიდან გამოსვლისთანავე ვანო მერაბიშვილმა შინაგან საქმეთა სამინისტროში აღადგინა.

მისი თქმით, სახელმწიფოს შემდგომი განვითარებისთვის, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია დაისაჯოს ყველა პიროვნება, რომელიც ნაციონალური მოძრაობის რეჟიმის ნაწილი და მათ მიერ ჩადენილი დანაშაულის მონაწილე იყო.

„ნაციონალურ მოძრაობას“ სამართალიც ისეთი მოჩვენებითი და ფასადური ჰქონდათ, როგორც დემოკრატია. საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, რეჟიმის მიერ კიდევ ერთი მოკლული ადამიანის (ბუტა რობაქიძის) მშობელს ვუსმენდი, რომელმაც საქართველოს უახლესი წარსულის, მორიგი შავი ლაქა გაიხსენა, ადამიანურ ტრაგედიასთან ერთად, ეს იყო ზოგადად ქვეყნის ტრაგედია, რადგან ბუტა რობაქიძის მკვლელობის შემდეგ სახელმწიფომ სიმართლის დასაფარად ყველაფერი გააკეთა.

სახელმწიფო ინსტიტუტების კოორდინირებული მუშაობის შედეგად მოხდა საქმის გაყალბება და უდანაშაულო ადამიანების დამნაშავეებად გამოცხადება. თუმცა ქართული საზოგადოების ძალისხმევის შედეგად 2006 წელს რობაქიძის მკვლელობის საქმეზე პატრულის თანამშრომელ გრიგოლ ბაშალეიშვილს პატიმრობა შეეფარდა, რომელიც ციხიდან გამოსვლისთანავე ვანო მერაბიშვილმა შინაგან საქმეთა სამინისტროში აღადგინა. ბაშალეიშვილი მხოლოდ პაიკი იყო, დამკვეთები და საქმის მასალის გამყალბებლები კი სასჯელის გარეშე დარჩნენ, ასევე საგულისხმოა, რომ ბაშალეიშვილის დაკავება მოჩვენებითი იყო, რადგან მას ფაქტობრივად სიმბოლური სასჯელი მიუსაჯეს (4 წელი) და არა ის სასჯელი რომელიც რეალურად ეკუთვნოდა (15 წელი).

სახელმწიფოს შემდგომი განვითარებისთვის, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია დაისაჯოს ყველა პიროვნება, რომელიც ნაციონალური მოძრაობის რეჟიმის ნაწილი და მათ მიერ ჩადენილი დანაშაულის მონაწილე იყო, დანაშაულის, რომელიც რიგ შემთხვევაში არაადამიანურ მოპყრობას, ადამიანის ქუჩაში დახვრეტას, ქონების ჩამორთმევას, თავისუფლების უკანონოდ აღკვეთს და ა.შ. მოიცავდა.“ – წერს ჩიხელიძე.

Continue Reading

Previous: მიმდინარეობს ოპტიმალური ვერსიების შემუშავება სიტუაციის სტაბილიზაციის მიმართულებით – თემურ ხონელია „ჭიათურა მენეჯმენტ კომპანის“ საქმეზე
Next: როცა ჩვენი ტირილის ხმა იმატებდა, ტყვიებიც იმატებდა. მამაჩემმა გვითხრა, როგორმე თავი შეგვეკავებინა, რომ ჩვენი ხმა არ გასულიყო – როცა დარწმუნდნენ, რომ სახლიდან არავის ხმა აღარ გამოდიოდა, სროლაც მხოლოდ ამის შემდეგ შეწყვიტეს

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025