IMG.GE ___________________________________ IMG.GE

უფლებადამცველი ინგა ბერიკაშვილი, ფეისბუქზე შემდეგ პოსტს აქვეყნებს:

„რატომ ლანძღავთ 112 ოპერატორს?
ძალიან მარტივად აგიხსნით, აგიხსნით იმიტომ რომ ვმუშაობდი ძალივანში არცთუ ისე პატარა თანამდებობაზე და ცოტა რამ გამეგება ამ მყოფ “პროფესორებთან” შედარებით!
ფოტოგრაფი ნერვიულობდა და ეს გასაგებია მისი ტონიდან.
რაც შეეხება 112 ოპერატორს, ის საუბრის დროს პარალელურად გადაცემდა ინფრომაციას შესაბამის სამსახურს და დაზუსტებას იმიტომ სთხოვდა იარაღზე თუ სხვა გარემოებაზე, რომ ამ შემთხვევაში სპეცრაზმის გამოძახება ხდება თუ შეიარაღებული პირები არიან, ანუ ერთობლივი ოპერაცია ტარდება ხოლმე რადგან არ იციან რასთან აქვთ საქმე!
რაც შეეხება იმ ფაქტს, ადგილზე რამდენ ხანში მივიდნენ პილიციელები და შეეძლოთ თუ არა მკელობის თავიდან არიდება, ჰქონდა თუ არა ადგილი გულგრილობას ან სხვა ფაქტს ამას შსს გენერალური ინსპექცია იძიებსო შსს ბრიფინგზე ბრძანეს!
არ ვიცი რა კატეგორიის ხალხი იყო იქ შეკრებილი, არც ის ვიცი ვინმეს “კრიშავენ” თუ არა, არაფერი აღარ მიკვირს ამ ქვეყანაში მაგრამ ის ზუსტად ვიცი ამ ბავშვის ბიძა ძალიან კარგი და კვალიფიცირებული ადვოკატია და ისიც ვიცი არაფრის სანაცვლოდ არ გაჩუმდება!
დაველოდოთ გამოძიება და ოჯახს გევრდით აუცილებლად დავუდგებით ყველანი თუ ამისი საჭირობა გახდა, თუმცა ამ ეტაპზე ოჯახი ამბობს რომ გამოძიება სწორი გზით მიდის!
მე ერთი იმაში დავრწმუნდი, რომ იქ შეკრებილი საზოგადოების ნაწილი არასწორად აღზრდილი, გულგრილი და გაზულუქებული მამის შვილები არიან, რომლებიც საკუთარი ქერქის გადარჩენას ცდილობენ და გიორგი შაქარაშვილი უფრო შემეცოდა ასეთი არაკაცი მეგობრები, რომ ყავდა!
მართალს ამბობს მისი და, ასეთ ცოცხალ ლეშებს ასჯერ ჯობია გარდაცვლილი გიორგი….“ – წერს ბერიკაშვილი.

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება