Skip to content
21/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე, თურქეთში, ანტალიის დიპლომატიის ფორუმში მიიღებს მონაწილეობას

მარშალ პრესი 10/04/2025
irakli kobakhidze

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, თურქეთში, ანტალიის დიპლომატიის ფორუმში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც 11-13 აპრილს გაიმართება.
2025 წლის ფორუმის მთავარი თემაა „დიპლომატიის აღდგენა ფრაგმენტულ სამყაროში“ და ის უკვე მეოთხედ იმართება.

ანტალიის დიპლომატიის ფორუმზე შეკრებილი მსოფლიო ლიდერები, პოლიტიკოსები, მეცნიერები, ბიზნესის, მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, თანამედროვე სამყაროში დიპლომატიის წინაშე მდგარ გამოწვევებს განიხილავენ და დიპლომატიის როლსა და ძირითად პრინციპებზე, კონფლიქტების მოგვარების ინსტრუმენტებსა და მედიაციის სტრატეგიაზე იმსჯელებენ.

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ანტალიის დიპლომატიის ფორუმში საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილთან ერთად მიიღებს მონაწილეობას.

Post navigation

Previous: 9 აპრილის მემორიალთან სპექტაკლის გამმართავებმა ბოლოს ვეღარ მოითმინეს და იქ ლგბტ თემის დაცვის ლოზუნგებით გამოვიდნენ – ცხადია, რომ ეს ძალა საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის აზრს არ ასახავს
Next: საარჩევნო კამპანიის დასკვნით ეტაპზე, ბრიტანეთის ელჩმა ერთ-ერთ მედიას ინტერვიუ მისცა, რომელიც სრულად მიუძღვნა საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ კამპანიას – ამგვარი უპატივცემულობა, დიპლომატის პროფესიული ეთიკის დარღვევაა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.