ბანერზე გაკეთებულ წარწერაზე “ქუთაისის ტორპედო” განცხადებას ავრცელებს

400
წაკითხვა/ნახვა
mpn

სოციალურ ქსელში გავრცელდა ქუთაისის ტორპედოს საიუბულეო ბანერი, რომელზეც წერია “ტორპედო 60 წლისაა”, თუმცა საფეხბურთო კლუბი გაცილებით ადრე, 1946 წელს (75 წლის წინ) შეიქმნა, შესაბამისად, სწორედ ამან გამოიწვია სოციალური ქსელის მომხმარებელთა კრიტიკაც.

საფეხბურთო კლუბი “ქუთაისის ტორპედო” აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს:

“ქალაქის ცენტრში განთავსებულია ბანერი წარწერით ,, ქუთაისის ტორპედო 60 წლისაა”. ჩვენ გვსურს განვაცხადოთ, რომ აღნიშნული არ არის კლუბის დაკვეთით დამზადებული. ,,ტორპედოს” არანაირი კავშირი არ აქვს აღნიშნულ ბანერთან.

ჩვენ აქტიურად ვცდილობდით დაგვედგინა თუ ვინ განათავსა აღნიშნული რეკლამა. კვლევით დავადგინეთ, რომ ერთ-ერთი ორგანიზატორი ბანერზე გამოსახული, ტორპედოს ყოფილი ფეხბურთელი იუზა ლოსაბერიძეა.

კლუბი დაუკავშირდა ზემოთ აღნიშნულ პიროვნებას. ჩვენ ავუხსენით თუ რა შეცდომებია აღნიშნულ ბანერზე.

მათი განცხადებით აღნიშნული ბანერის მიზანი 1961 წელს კლუბის ,,ა კლასში” დაწინაურების გახსენება გახლდათ.”- ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები
mpn
მოწონება