Skip to content
19/12/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ის ადამიანები, რომლებიც 9 აპრილს იდგნენ აქციაზე, ისინი იდგნენ არა იმისთვის, რომ საქართველოში კოლონიური აზროვნება შენარჩუნებულიყო, არამედ, იმისთვის, რომ საქართველო ყოფილიყო დამოუკიდებელი სახელმწიფო, ქართველებს ჩვენ თვითონ გვემართა ჩვენი ქვეყანა

მარშალ პრესი 10/04/2025
mikheil samkharadze

სამარცხვინო და საზარელი ფაქტია ის, რომ პაატა ბურჭულაძე, რომელიც თვითონ აცხადებდა, რომ არის რუსული კულტურის მატარებელი ადამიანი და თავს მთელს მსოფლიოში წარმოაჩენდა, როგორც რუსი საოპერო მომღერალი, რუსი ბანი, დღეს 9 აპრილის მემორიალთან არ უშვებს ირაკლი ქადაგიშვილს, რომელსაც 1989 წელს მიჰყავდა 9 აპრილის აქცია,- ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ, განაცხადა.

ნიკოლოზ სამხარაძის თქმით, ის ადამიანები, რომლებიც 9 აპრილს იდგნენ აქციაზე, ისინი იდგნენ არა იმისთვის, რომ საქართველოში კოლონიური აზროვნება შენარჩუნებულიყო, არამედ ისინი იქ იდგნენ იმისთვის, რომ საქართველო ყოფილიყო დამოუკიდებელი სახელმწიფო და ქართველებს თავად ემართათ საკუთარი ქვეყანა.

„ეს არის იმდენად ამაზრზენი ფაქტი და იმ ადამიანებსაც, ასევე, ერთი მუჭა, გზას აცდენილი ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ, რომ პაატა ბურჭულაძესთან დგომით ისინი საქართველოს რამეს შესძენენ, მინდა ვუთხრა, რომ ის ადამიანები, რომლებიც 9 აპრილს იდგნენ აქციაზე, ისინი იდგნენ არა იმისთვის, რომ საქართველოში კოლონიური აზროვნება შენარჩუნებულიყო, არამედ ისინი იქ იდგნენ იმისთვის, რომ საქართველო ყოფილიყო დამოუკიდებელი სახელმწიფო. ყოფილიყო სუვერენული ქვეყანა ისე, რომ ქართველებს ჩვენ თვითონ გვემართა ჩვენი ქვეყანა. ადამიანი, რომელიც თავს აცხადებს რუსული კულტურის ნაწილად და რუს მომღერლად მასთან დგომა ნამდვილად სამარცხვინოა დღეს,“- განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

Post navigation

Previous: თავიდანვე ნათელი იყო რეჟიმის განზრახვა, დაეხვრიტათ როინ შავაძე
Next: რა უნდა დავარქვა ამ განცხადებას თუ არა მაროდიორობა და პოლიტიკური კანიბალიზმი? ეს იმ ფაშიზმის გამოვლინებაა, რასაც “დიფ სთეითი” კარნახობს დღევანდელ მსოფლიოს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.