Skip to content
21/05/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: შვეიცარიული ბანკი ანგრევს საკუთარ, სისტემის რეპუტაციას. თანხებს არ ურიცხავს ბიძინა ივანიშვილს, რამაც შეიძლება გონივრული ეჭვი გააჩინოს მით უმეტეს, როდესაც ამას რეზოლუციაში ჩანაწერი ემატება

მარშალ პრესი 14/06/2022
ირაკლი კობახიძე

„არის კონკრეტული შვეიცარიული ბანკი, რომელიც ყველა გადარიცხვას ტრადიციულად ერთ დღეში აწარმოებდა. ახლა ორი თვე გავიდა და გადარიცხვა არ განუხორციელებია, რაც მთლიანად არა მარტო ამ ბანკის, შვეიცარიული საბანკო სისტემის რეპუტაციას ანგრევს. ჩვენ მილიონჯერ გვაქვს გაგონილი, რომ შვეიცარიული ბანკი არის ყველაზე დაცული, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია იქ ფულის ჩადება და ყოველგვარი შეფერხების გარეშე შეუძლია ამ თანხების განკარგვა, რაც ბავშვობიდან გვესმოდა 40 წელი შვეიცარიულ ბანკებთან დაკავშირებით იმას ანგრევს“- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ Palitra News-ის ეთერში, გადაცემაში „პოლიტიკური სივრცე“ განაცხადა.

როგორც კობახიძემ აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკაში საქმიანობა დაიწყო სანქციით, ყადაღით და უბედურებით, რაც „ნაცმოძრაობამ“ დაუწესა.

„ჩვენ რატომ ვისაუბრეთ ამაზე, ადვოკატმა ისაუბრა და მერე მეც ჩემ თავს უფლება მივეცი, რომ განცხადება გამეკეთებინა იმაზე, რომ ეს ე.წ. ფაქტობრივი სანქცია რეალურად არსებობს, სახეზეა. ერთი რამის თქმა მინდა კიდევ ერთხელ. ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკაში საქმიანობა დაიწყო სანქციით, ყადაღით და უბედურებით, რაც „ნაცმოძრაობამ“ დაუწესა. გახსოვთ ყველას ინკასაციის მანქანებს აჩერებდნენ, ანგარიშებს უყადაღებდნენ, მოქალაქეობა წაართვეს, სატელიტური თეფშები დაუყადაღეს და ა.შ. კომიკურ სახესაც კი იძენდა ეს ყველაფერი, სასაცილოა სატირალი რომ არ ყოფილიყო. ახლაც არის იგივე საკითხის წინაშე. გახსოვთ ყველას რა რეჟიმს უპირისპირდებოდა ბიძინა ივანიშვილი, თავი ჰქონდა გადადებული და რეალურად ეს ქვეყნისთვის გააკეთა“- განაცხადა კობახიძემ.

 

Continue Reading

Previous: ნუნუშა ვასაძე: უმძიმესი ამბავია, რომ ბიძინას და ოცნების ავტორიტეტით არჩეული პრეზიდენტი ზუსტად იმას ცდილობს, რასაც გახარია კადრულობდა არჩევნების წინ. აღარ ჭრის ეგ ილეთი, ძალიან მარტივად მივხვდით, რომ არეულობის გეგმის გადასარჩენად გამოხვედით
Next: მურმან დუმბაძე: ხელისუფლება უნდა შეიცვალოს უპირველესი ამოცანა ეს უნდა იყოს. ჩვენ უნდა გამოვიდეთ 20 ივნისს.

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025