Skip to content
08/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

დღეს ხალხს რწმენა არ აქვს. არავინ იქნება დარწმუნებული იმაში, რომ უახლოეს მომავალში თუ არჩევნები დაინიშნება, ჩვენ მაგ არჩევნებს მოვიგებთ იმიტომ, რომ არ ვართ კარგ ფორმაში

მარშალ პრესი 09/04/2025
BORIS

„რწმენა უნდა შეგვექმნა ადამიანებისთვის, რომლებიც მონაწილეობენ პოლიტიკურ პროცესში, რომ ჩვენ მზად ვართ იმ შედეგისთვის, რომელსაც თქვენი პროტესტი მიაღწევს. დღეს, ამ ხალხს ეს რწმენა არ აქვს“- ამის შესახებ ბორის ჩელე ყურუამ „ტვ პირველის“ ეთერში, გადაცემაში „დღის ამბები“ განაცხადა. როგორც ყურუამ აღნიშნა, რომ დაისვას კითხვა იმის შესახებ, ბიძინა ივანიშვილმა უახლოეს მომავალში არჩევნები რომ დანიშნოს, ოპოზიცია ნამდვილად შეძლებს თუ არა არჩევნების მოგებას, ყურუას განცხადებითვე „ალბათ არავინ იქნება დარწმუნებული იმაში, რომ უახლოეს მომავალში თუ არჩევნები დაინიშნება, ჩვენ მაგ არჩევნებს შევძლებთ და მოვიგებთ იმიტომ, რომ არ ვართ კარგ ფორმაში“.

„პოლიტიკური სპექტრი, რომელსაც მათ შორის, ჩემ თავსაც ვთვლი აქ და ჩემ თავსაც პასუხისმგებლობას ვაკისრებ და ახლა პარტიიდან თუ წამოვედი ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩემი გასაკეთებელი არ იყო და არ არის ის, რომ რწმენა უნდა შეგვექმნა ამ ადამიანებისთვის, რომლებიც მონაწილეობენ პოლიტიკურ პროცესში, რომ ჩვენ მზად ვართ იმ შედეგისთვის, რომელსაც თქვენი პროტესტი მიაღწევს. დღეს, ამ ხალხს ეს რწმენა არ აქვს.

შეგვიძლია ჟურნალისტი გავუშვათ და ვკითხოთ, ბიძინა ივანიშვილმა სამ თვეში რომ არჩევნები დანიშნოს, ერთ-ერთი მოთხოვნა ხომ არის არჩევნები, ოპოზიცია უეჭველად მოიგებს მაგ არჩევნებს თუ ვერ მოიგებს? ალბათ არავინ იქნება დარწმუნებული იმაში, რომ უახლოეს მომავალში თუ არჩევნები დაინიშნება, ჩვენ მაგ არჩევნებს შევძლებთ და მოვიგებთ იმიტომ, რომ არ ვართ კარგ ფორმაში. საბოლოო ჯამში ჩვენ უნდა ჩავდგეთ ოპტიმალურ ფორმაში და შანს უნდა დაველოდოთ“-განაცხადა ბორის ჩელე ყურუა.

Post navigation

Previous: არაჯანსაღი, მართული პროცესია უცხოური დაკვეთით რუსთაველის გამზირზე
Next: 1989 წელს ხალხი მართლა თავისუფლებისთვის იბრძოდა, დღეს იქ შეკრებილი შანტრაპა კი მხოლოდ მონობისთვის იბრძვის, ტაშს უკრავს და მადლობას უხდის სხვა ქვეყნის ელჩებს, როგორც ყურმოჭრილი ყმა ბატონს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.