Skip to content
22/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ეს უნდა დასრულდეს, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ დავიცვათ ჩვენი ეროვნული ინტერესები – ირაკლი კობახიძე

მარშალ პრესი 09/04/2025
irakli kobakhidze

36 წლის წინაც მოქმედებდა გარე ძალა, სხვა გარე ძალა და დღესაც მოქმედებს ჩვენი ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ გარე ძალა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

“რეალურად, მე აქცენტი მქონდა პარალელზე, 36 წლის წინაც მოქმედებდა გარე ძალა, სხვა გარე ძალა და დღესაც მოქმედებს ჩვენი ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ გარე ძალა. რაც შეეხება ტოლობის ნიშანს, ზუსტადაც რომ მე ვსვამ ტოლობის ნიშანს იმიტომ, რომ ზუსტად

ისეთივე მეთოდებით მოქმედებს დღეს Deep State-ი, ახლა უკვე არა ამერიკის, მაგრამ ევროპული ბიუროკრატიის, ევროპული სტრუქტურების გამოყენებით, როგორც თავის დროზე, 36 წლის წინ მოქმედებდა საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ საბჭოთა “კაგებე”. მეთოდები არ შეცვლილა, საბჭოთა “კაგებეს” მეთოდებით მოქმედებს Deep State-ი და რაც ყველაზე დასანანია, ამაში ის იყენებს ევროპულ ბიუროკრატიას. ეს უნდა დასრულდეს. ამასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, ჩვენ გვექნება ძალიან მკაფიო პოზიცია მომავალშიც.

ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ დავიცვათ ჩვენი ეროვნული ინტერესები და დავიცვათ ჩვენი საზოგადოების ინტერესები. საზოგადოების ინტერესებშია ერთიანობა და არა სიძულვილი და გახლეჩვა. შესაბამისად, ჩვენ ორიენტირებულუ ვიქნებით სწორედ აქეთკენ, რომ არავის მივცეთ საზოგადოების ხელოვნურად გახლეჩვის საშუალება და პირიქით, ჩვენ უნდა ვიზრუნოთ მაქსიმალურად საზოგადოების გაერთიანებისკენ.

ჩვენ ვართ მთავრობა, ჩვენ ვართ შესაბამისად ყველას მთავრობა, ყველას ხელისუფლება და რა თქმა უნდა, თითოეულ ჩვენს მოქალაქეზე უნდა ვიზრუნოთ, მათ შორის, იმ ადამიანებზე, რომლებიც გარე დაკვეთით სიძულვილს ხელოვნურად თესავენ ჩვენს საზოგადოებაში. ისინიც უნდა შემოვაბრუნოთ ჩვენ სწორი მიმართულებით”, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

Post navigation

Previous: გრანტებისა და „ენჯეოების“ მეშვეობით, საქართველოში საბჭოთა მეთოდებით ცდილობენ სიძულვილის დათესვას, „გრანტების შესახებ“ კანონი უპირისპირდება არა გრანტს, როგორც ასეთს, არამედ უპირისპირდება სიძულვილს
Next: დღეს, ჩვენ ვხედავთ, რომ 9 აპრილის მემორიალის ოკუპაცია მოახდინეს გარედან დაფინანსებულმა ადამიანებმა, რომლებსაც წინ მიუძღოდა რუსი ბანი, პაატა ბურჭულაძის სახით

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.