Skip to content
22/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

გარე ძალებს აბსოლუტურად გამოცლილი აქვთ ენერგია და ისინი ცდილობდნენ, კონკრეტული პროვოკაცია გამოეყენებინათ დამატებითი ენერგიის მისაღებად, ჩვენ ამას ვერ ავყვებოდით, ჩვენ უნდა გავუფრთხილდეთ ერთიანობას საზოგადოებაში

მარშალ პრესი 09/04/2025
irakli kobakhidze

საზოგადოებას უნდა აერთიანებდეს სიყვარული, ჩვენ ვერავის მივცემთ იმის საშუალებას, რომ ხელოვნურად დაგვყონ სიძულვილის გაღვივებით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, გარე ძალებს აბსოლუტურად გამოცლილი აქვთ ენერგია და ისინი ცდილობდნენ, კონკრეტული პროვოკაცია გამოეყენებინათ დამატებითი ენერგიის მისაღებად.

„ჩვენ ამას ვერ ავყვებოდით, ვერ ავყვებოდით მათ სცენარს და რაც მთავარია, ჩვენ უნდა გავუფრთხილდეთ ერთიანობას საზოგადოებაში, ჩვენ უნდა მოვერიდოთ ნებისმიერ ისეთ ქმედებას, რომელიც გარე ძალებს მისცემს ჩვენი საზოგადოების ხელოვნურად გახლეჩის საშუალებას. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვფიქრობთ, რომ მივიღეთ აბსოლუტურად არამარტო პრაგმატული გადაწყვეტილება, არამედ პირველ რიგში ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც შეესაბამება ჩვენი საზოგადოების ინტერესებს.

კიდევ ერთხელ ვიტყვი, რაც დავწერე – ალბათ ჩვენი გმირების სულები ჩვენგან სწორედ ასეთ გადაწყვეტილებას ელოდნენ, გადაწყვეტილებას, რომელიც იქნება მიმართული არა დაპირისპირების გაღვივებისკენ, არამედ გადაწყვეტილებას, რომელიც იქნებოდა მიმართული სწორედ საზოგადოების გამთლიანებისკენ. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ გარე ძალებს არ მივცეთ საზოგადოების ხელოვნურად გახლეჩის საშუალება და პირიქით, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ საზოგადოების გასაერთიანებლად სიყვარულის გარეშემო. საზოგადოებას უნდა აერთიანებდეს სიყვარული, ჩვენ ვერავის მივცემთ იმის საშუალებას, რომ ხელოვნურად დაგვყონ სიძულვილის გაღვივებით“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

 

Post navigation

Previous: დღეს, რუსთაველზე, როდიონოვის ნიჩბიანი ჯარისკაცები უცხო დროშების მოფრიალე სამშობლოდაკარგულმა ადამიანებმა ჩაანაცვლეს
Next: გრანტებისა და „ენჯეოების“ მეშვეობით, საქართველოში საბჭოთა მეთოდებით ცდილობენ სიძულვილის დათესვას, „გრანტების შესახებ“ კანონი უპირისპირდება არა გრანტს, როგორც ასეთს, არამედ უპირისპირდება სიძულვილს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.