Skip to content
17/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

თბილისის ცენტრში მუდმივად დამოუკიდებლობის მოთხოვნა ისმოდა – გამონაკლისია დღეს, როცა მცირე ნაწილი საზოგადოებისა, უკვე მერამდენე დღეა, ჯიუტად, საქართველოს დამოკიდებულებას ითხოვს

მარშალ პრესი 09/04/2025
dimitri khundadze

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის “ხალხის ძალა” ხელმძღვანელი დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე 9 აპრილის თარიღს სოციალური ქსელით ეხმიანება და წერს, რომ საქართველო ვერავისზე დამოკიდებული ვერ იქნება და საკუთარ ენას, მამულსა და სარწმუნოებას არავის დაუთმობს.

მისივე თქმით, დღეს ქვეყნის დამოუკიდებლობაა შესანარჩუნებელი, სუვერენიტეტი კი გასაძლიერებელი.

„1989 წლის 9 აპრილი, საქართველოს უახლეს ისტორიაში, საზოგადოების ბრძოლისუნარიანობის სამაგალითო თარიღია.
სიცოცხლის ფასად მოპოვებული დამოუკიდებლობა ერის მაღალ ღირსებაზე მეტყველებს. მაშინ მყარად ითქვა, რომ საქართველო ვერავისზე დამოკიდებული ვერ იქნება და საკუთარ ენას, მამულსა და სარწმუნოებას არავის დაუთმობს.

ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა წარსულშიც მუდმივად უწევდა საქართველოს და დღესაც უწევს. ისტორიის მანძილზე არასოდეს ყოფილა ერის მოთხოვნა ,რომ ერთზე დამოკიდებულება მეორით შეცვლილიყო. აქციების ისტორიას თუ გადავხედავთ, თბილისის ცენტრში, მთავარ პოლიტიკურ მოედანზე, მუდმივად დამოუკიდებლობის მოთხოვნა ისმოდა. ერთადერთი გამონაკლისია დღეს, როცა მცირე ნაწილი საზოგადოებისა, უკვე მერამდენე დღეა, ჯიუტად, საქართველოს დამოკიდებულებას ითხოვს.

9 აპრილის მონაპოვარი ვერასოდეს ვერავისზე ვერ დაითმობა! ქვეყნის დამოუკიდებლობა შესანარჩუნებელია, სუვერენიტეტი კი გასაძლიერებელი. სწორედ ამით იქნება მაშინდელი დაღვრილი სისხლი დაფასებული,“ – წერს დიმიტრი ხუნდაძე.

Post navigation

Previous: 9 აპრილის ტრაგედიიდან 36 წლის თავზე, კვლავაც უცხოური ძალა ძალადობს რუსთაველის გამზირზე – ირაკლი კობახიძე
Next: აგენტები თავისუფლებისთვის და ქვეყნის სუვერენიტეტისთვის მებრძოლ ხალხს “მონებს” რომ უწოდებენ – მათი ადგილი 9 აპრილის მემორიალთან არ უნდა იყოს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.