Skip to content
03/12/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

9 აპრილის მემორიალი არ ეკუთვნის არცერთ პოლიტიკურ პარტიას, ის ეკუთვნის ამ ქვეყნის ხალხს – კონსტანტინე ზარნაძე

მარშალ პრესი 09/04/2025
kote zarnadze

როდესაც მოვდივარ, მოქალაქე და მინდა, რომ ეს მემორიალი შევამკო ყვავილებით, სანთელი დავანთო და ამის უფლებას არ მაძლევენ, იფურთხებიან, იგინებიან, უზრდელობენ, ათას სიბინძურეს კადრულობენ, ამაზე დიდი სირცხვილი არაფერია, – განაცხადა 9 აპრილის მემორიალთან მისულმა გლდანის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა კონსტანტინე ზარნაძემ.

„9 აპრილის მემორიალი არ ეკუთვნის არცერთ პოლიტიკურ პარტიას. 9 აპრილის მემორიალი ეკუთვნის ამ ქვეყნის ხალხს, რომლებიც ვაფასებთ იმ ადამიანების სულებს, რომლებმაც აქ თავიანთი თავი დადეს. მე, როდესაც მოვდივარ, მოქალაქე და მინდა, რომ ეს მემორიალი შევამკო ყვავილებით და სანთელი დავანთო და ამის უფლებას არ მაძლევენ. იფურთხებიან, იგინებიან, უზრდელობენ, ათას სიბინძურეს კადრულობენ. ამაზე დიდი სირცხვილი არაფერია, მაგრამ მთელი საქართველო ხედავს, ეს ადამიანები რას აკეთებენ აქ, სახეში იფურთხებოდნენ. მარტო ვარ მოსული ამდენ კაცთან, რამდენი ადამიანია შეხედეთ და მარტო მოვედი ყვავილებით ხელში და ასე იქცევიან. ეს ჩემი შეურაცხყოფა ნამდვილად არ არის, ეს ამ ადამიანების შეურაცხყოფაა, პირველ რიგში საკუთარ თავს აყენებენ შეურაცხყოფას“, – განაცხადა ზარნაძემ.

საპროტესტო აქცია 9 აპრილის მემორიალთან აგრესიითა და პროვოკაციით მიმდინარეობს. აქციის მონაწილეებმა მემორიალთან მისვლის და გარდაცვლილთა ხსოვნისთვის პატივის მიგების საშუალება გლდანის რაიონის მაჟორიტარს, კოტე ზარნაძეს არ მისცეს.

„ქართული ოცნების“ წევრს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

Post navigation

Previous: დღეს ტკივილის და სიხარულის 9 აპრილია. დღეს საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღეა
Next: 9 აპრილის ტრაგედიიდან 36 წლის თავზე, კვლავაც უცხოური ძალა ძალადობს რუსთაველის გამზირზე – ირაკლი კობახიძე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.