Skip to content
03/12/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

9 აპრილი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ტრაგიკული და ამავე დროს საამაყო თარიღია – მიხეილ ყაველაშვილი

მარშალ პრესი 09/04/2025
mikheil kavelashvili

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი 9 აპრილთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

„9 აპრილი ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში ტრაგიკული და ამავე დროს საამაყო თარიღია – ეს გახლავთ თავისუფლების გამარჯვების დღე, როდესაც ათობით ათასი ქართველი გაერთიანდა ყველაზე ძვირფასის, ქვეყნის დამოუკიდებლობის დასაცავად.

სამ ათწლეულზე მეტი გავიდა 1989 წლის 9 აპრილის ტრაგიკული მოვლენებიდან, თუმცა თითოეული ჩვენგანი ყოველთვის უდიდესი გულისტკივილითა და ამავე დროს, სიამაყით ვიხსენებთ ამ დღეს.

ამ დღის მნიშვნელობა განუზომელია – 9 აპრილმა საქართველოს დამოუკიდებლობისკენ სვლა შეუქცევადი გახადა!

უსაზღვროდ მადლიერი ვართ მათი, ვინც 9 აპრილს უშიშრად იდგა საქართველოს თავისუფლების სადარაჯოზე და საკუთარი სიცოცხლე შესწირა სამშობლოს დამოუკიდებლობას. ჩვენ არასოდეს დავივიწყებთ მათ ხსოვნას.

ამ ადამიანების გმირობა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში დარჩება, როგორც თავდადების საამაყო მაგალითი მომავალი თაობებისთვის!

თითოეული ჩვენგანის ვალია, დავიცვათ და გავუფრთხილდეთ ჩვენი თანამემამულეების სისხლის ფასად მოპოვებულ საქართველოს თავისუფლებას და განუხრელად გავაგრძელოთ სუვერენიტეტის განმტკიცების გზაზე სვლა!

დიდება გმირებს, მადლობა თავისუფლებისთვის!“, – წერს პრეზიდენტი.

Post navigation

Previous: უტყუარი ტესტი – ის რაც ცუდია ამ ხალხისთვის, კარგია საქართველოსთვის
Next: დღეს ტკივილის და სიხარულის 9 აპრილია. დღეს საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღეა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.