Skip to content
12/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ახლა გაჩვენებ შენო – თვითონ დონაძემ უთხრა. ხუთ წუთში დაუწყეს ბრახუნი კარებზე, აუვარდნენ. მამიდის დაჭერა უნდოდათ წარმოიდგინეთ

მარშალ პრესი 08/04/2025
ia metreveli

2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, სადაც ამირან (ბუტა) რობაქიძის სიცოცხლის უფლების დარღვევის საქმე განიხილება რობაქიძის დედამ, ია მეტრეველმა ისაუბრა.

მან ის ეპიზოდი გაიხსენა, როდესაც ბუტას მამიდას შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ყოფილი უფროსი გურამ დონაძე დაემუქრა და მისი დაჭერა სცადა.

„როდესაც ტელევიზიით გამოაცხადეს, რომ დაკავებულიაო ბანდიტების ჯგუფიო, საბანდიტოდ, საყაჩაღოდ მიდიოდნენ და ერთ-ერთი ბანდიტი ლიკვიდირებულიაო, ბუტას მამიდამ დარეკა დონაძის აპარატში და უთხრა, ესეთ ტყუილს რატომ ავრცელებთ და ხალხს რატომ ეუბნებით ესეთ რამესო. ახლა გაჩვენებ შენო – თვითონ დონაძემ უთხრა. ხუთ წუთში დაუწყეს ბრახუნი კარებზე, ახლა ნახავთ რას გიზავთო, აუვარდნენ და ახლა რომ შენ დაგიჭერთო ნახავო. უნდოდათ მამიდის დაჭერა წარმოიდგინეთ და მეზობლებს გადაურეკა ბუტას მამიდამ და მთელი სამეზობლო გამოვარდა და ვეღარ მოახერხეს მისი წაყვანა და დაჭერა. რა დონეზე ბედავდნენ წარმოიდგინეთ“, – განაცხადა ია მეტრეველმა.

Post navigation

Previous: მიიღეს ბრძანება, რომ „ბოლომდე მიიყვანეთ ყველაფერი, პატრულის იმიჯი არ უნდა შეილახოს“- ამის მერე სცენარისტი დონაძე ჩაერთო ამ ყველაფერში
Next: ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში სასოფლო-სამეურნეო ფართობების უსასყიდლო დამუშავების პროცესი მიმდინარეობს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.