Skip to content
13/05/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • უცხოეთი

ევროპა მზადაა აშშ-თან მოლაპარაკებისთვის და სამრეწველო საქონელზე ნულოვან ტარიფებს სთავაზობს

მარშალ პრესი 08/04/2025
URSULA VON

ევროპა მზადაა აშშ-თან მოლაპარაკებისთვის და სამრეწველო საქონელზე ნულოვან ტარიფებს სთავაზობს, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა.

„ეს ტარიფები, პირველ რიგში, უზარმაზარ ხარჯებთან არის დაკავშირებული აშშ-ის მომხმარებლებისა და ბიზნესებისთვის, მაგრამ ამავდროულად მათ აქვთ მასიური გავლენა გლობალურ ეკონომიკაზე“, – განაცხადა ფონ დერ ლაიენმა ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე.

მისი თქმით, ტარიფები, რომლებმაც გლობალური ბაზრის ვარდნა გამოიწვია, წარმოადგენს „მთავარ გარდამტეხ მომენტს“ აშშ-ისთვის.

„მიუხედავად ამისა, ჩვენ მზად ვართ მოლაპარაკებისთვის შეერთებულ შტატებთან. ჩვენ შევთავაზეთ ნულოვანი ტარიფები სამრეწველო საქონელზე, როგორც ეს წარმატებით გავაკეთეთ ბევრ სხვა სავაჭრო პარტნიორთან, რადგან ევროპა ყოველთვის მზადაა კარგი გარიგებისთვის“, – განაცხადა ფონ დერ ლაიენმა.

კითხვაზე, როდის შესთავაზა ევროკავშირმა ნულოვანი ტარიფები აშშ-ს, ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ შეთავაზება გაკეთდა „გაცილებით ადრე“, ვიდრე დონალდ ტრამპი ტარიფებს დააწესებდა. მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირს ურჩევნია შეთანხმების მოლაპარაკებების გზით მიღწევა, მზადაა, ითამაშოს მკაცრად.

Post navigation

Previous: ცხადდება კონკურსი და წინასწარ იციან, ვინ იქნება გამარჯვებული. რა თქმა უნდა, ეს კორუფციაა, რაც პირველი შემთხვევა არ არის
Next: ამ პროცედურის შემდეგ, ჩვენს საზოგადოებაში პოლიტიკურ “ქვეწარმავალთა” სრიალს გარდა ესთეტიკური და ვიზუალური უსიამოვნებისა, რაიმე საშიში და ფატალური საფრთხე აღარ ექნება

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.