არცერთ პარტიას, ენჯეოს და მედიას არ აღმოაჩნდა არც კაცური ღირსება და არც ქალური სოლიდარობა, თამარ ჟვანიასთვის ელემენტარული ბოდიში მოეხადა – ირაკლი კობახიძე

665
წაკითხვა/ნახვა
რეკლამა -------------------- IMG.GE

“ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ეხმიანება თამარ ჟვანიას გადადგომას და სოციალურ ქსელში წერს:

“ცესკოს თავმჯდომარეს, რომელმაც სუფთად ჩაატარა 5 ძირითადი და
10-ზე მეტი შუალედური არჩევნები:

გაუყალბეს პარალელური ხმის დათვლა (ე.წ. პივიტი);
გაუყალბეს 8-პროცენტიანი ზედმეტობა;
გაუყალბეს არჩევნების შედეგების დაგვიანებით გამოცხადება;
გაუყალბეს არჩევნების გაყალბება…

ამ ყველაფრის გამყალბებელმა პარტიებმა, ენჯეოებმა და მედიამ ვერ დაასაბუთეს ვერცერთი ბრალდება – რაც არ არსებობს, იმას ვერც დაასაბუთებ.

თუმცა, არცერთ პარტიას, ენჯეოს და მედიას არ აღმოაჩნდა არც კაცური ღირსება და არც ქალური სოლიდარობა, თამარ ჟვანიასთვის ელემენტარული ბოდიში მოეხადა.”- წერს ირაკლი კობახიძე.

კომენტარები
რეკლამა
მოწონება