Skip to content
09/06/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ძალიან მძიმედ შესაფასებელია განცხადებები, რასაც ვისმენთ ანაკლიასთან დაკავშირებით

მარშალ პრესი 07/04/2025
irakli kobakhidze2

ძალიან მძიმედ შესაფასებელია ის განცხადებები, რასაც ვისმენთ ანაკლიასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ბათუმში განუცხადა.

პრემიერის თქმით, ანაკლიის პროექტი იყო კონკრეტული კონსორციუმის ხელში, რომელსაც ხელმძღვანელობდა ხაზარაძე და მას ჰქონდა ყველანაირი შანსი, რომ მოეზიდა ამერიკული ინვესტიცია.

„ძალიან მძიმედ შესაფასებელია ის განცხადებები, რასაც ვისმენთ ანაკლიასთან დაკავშირებით. ანაკლიის პროექტი ჯერ იყო კონკრეტული კონსორციუმის ხელში, რომელსაც ხელმძღვანელობდა დღეს უკვე ე.წ. პოლიტიკოსი ხაზარაძე.

მას ჰქონდა ყველანაირი შანსი, რომ მოეზიდა ამერიკული ინვესტიცია, მაგრამ ნული.

ან მან რატომ ვერ მოიზიდა, ან ამერიკელები რატომ არ დაინტერესდნენ? შემდეგ გამოცხადდა ოფიციალური, ღია პროცედურა. რატომ არ შემოიტანა განაცხადი რომელიმე ამერიკულმა კომპანიამ. როცა ხარ ამერიკელი და არ მოგწონს ჩინური კომპანიის მონაწილეობა რაღაც პროექტში, მაშინ შემოგეტანა შენ განაცხადი. ცარიელი სპეკულაციებია. ქალბატონი შაჰინიც არის „დიფ სთეითის“ ერთი მორიგი თანამშრომელი და ამიტომ აკეთებს ასეთ განცხადებებს“, – განაცხადა პრემიერმა.

Continue Reading

Previous: ამერიკულ მხარეს სასათბურე პირობები ჰქონდა საქართველოს მხრიდან შექმნილი, არაერთგზის მოხდა ვალდებულებების შესრულების გადავადება – მათ უბრალოდ არ მიიღეს მონაწილეობა, არ ჩადეს ფული ანაკლიის პორტის მშენებლობაში
Next: ჩვენ და ჩვენს შვილებს აშანტაჟებდა ევროპული ბიუროკრატია, როცა 2022 წლის ივნისში არ მოგვანიჭეს სტატუსი, შემდეგ არ გაგვიხსნეს მოლაპარაკებები, მისცეს მოლდოვას, რომელიც არის კორუფციაში ჩაძირული, ეს ხომ სამარცხვინოა

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025