Skip to content
20/12/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

მოლოდინები იყო, რომ საქართველო ესკალაციაზე უნდა წასულიყო. იმის გამო, რომ ჩვენ უარი ვთქვით, ესკალაციაზე, ორმხრივი სანქციებზე, საზღვრისა და ცის ჩაკეტვაზე, ევროპაში ზოგიერთი საქართველოზე გაბუტული, ნაწყენი და გაბრაზებულია

მარშალ პრესი 06/04/2025
shalva papuashvili

მოლოდინები იყო, რომ საქართველო ესკალაციაზე უნდა წასულიყო. იმის გამო, რომ ჩვენ უარი ვთქვით, ესკალაციაზე, ორმხრივი სანქციებზე, საზღვრის და ცის ჩაკეტვაზე, ევროპაში ზოგიერთი საქართველოზე გაბუტული, ნაწყენი და გაბრაზებულია, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, ტაშკენტში, ბელგიის ორივე პალატის თავმჯდომარესთან შეხვედრის შემდეგ.

როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, ბელგიის პალატის ორივე თავმჯდომარისთვის გასაგები იყო ის ხედვა, რაც მათ წარუდგინეს. მისი თქმით, შეხვედრაზე ისაუბრეს მომავალი თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ.

,,ჩვენ ბელგიის ორივე პალატის თავმჯდომარესთან შეხვედრა გვქონდა, მათ შორის მონაწილე პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარეც იყო. უპირველეს ყოვლისა, საქართველო-ბელგიას შორის ურთიერთობაზე ვისაუბრეთ. მათ მადლობა გადავუხადე, რომ ოკუპირებული ტერიტორიების ევროკავშირის მისიაში მონიტორინგის მისიაში ბელგიის მოქალაქეებიც არიან ჩართულები. რა თქმა უნდა, საქართველო-ევროკავშირს შორის ურთიერთობაზე ვისაუბრეთ. მათ შორის აინტერესებდათ, რატომ არის გარკვეული დაძაბულობა? – ჩვენ ავუხსენით ის, რაც ბოლო სამი წლის განმავლობაში მიდის. ის, რომ სამწუხაროდ, გარკვეული მოლოდინები იყო ზოგიერთი ევროპელი პოლიტიკური ჯგუფების თუ ქვეყნების მხრიდან საქართველოს მიმართ მას შემდეგ, რაც უკრაინაში ომი დაიწყო. მოლოდინები იყო, რომ საქართველო ესკალაციაზე უნდა წასულიყო მიუხედავად იმისა, რომ მანამდე სამშვიდობო პოლიტიკას უწევდა რეკომენდაციას. იმის გამო, რომ
ჩვენ უარი ვთქვით, ესკალაციაზე წავსულიყავით, ორმხრივი სანქციები დაგვეწესებინა, საზღვრები და ცა ჩაგვეკეტა, ანუ, ჩვენი ქვეყანა დაგვენგრია, ამის გამო ზოგიერთი ევროპაში გაბუტულია საქართველოზე, ზოგიერთი ნაწყენი და ზოგიერთი გაბრაზებული. ასეთი გარემოებებია, რაც შემდეგ სხვადასხვა გადაწყვეტილებაზე გავლენას ახდენს, მათ შორის ვისაუბრეთ იმაზე, თუ როგორ იყო ჩართული ზოგიერთი ევროპელი პოლიტიკოსი თუ ხელისუფლების წარმომადგენელი არჩევნებში. ბალტიელი მინისტრები გვახსოვს, რომლებიც აქციებზე იდგნენ წინასაარჩევნოდ. ამ ყველაფერზე ვისაუბრეთ, ყველაფერი ავუხსენით და ვფიქრობ, რომ მათთვის გასაგებია ის ხედვა, რაც წარვუდგინეთ. ზოგადად, პარლამენტებს შორის ძალიან კარგი თანამშრომლობაა.

ჩვენ სწორედ ამ თანამშრომლობის იმედით დავემშვიდობეთ ერთმანეთს. როცა ვსაუბრობდით იმაზე, რომ როცა ევროპარლამენტში რეზოლუცია მიიღება, რომ რუსეთს ორმხრივი სანქციები დავუწესოთ და ამავე დროს, ჩვენ არავინ გვაძლევს უსაფრთხოების და ეკონომიკურ გარანტიებს, რა თქმა უნდა, ჩვენი კოლეგებისთვისაც გასაგები იყო, რომ ამ სიტუაციაში ქვეყნის მიმართ ასეთი მოთხოვნების წაყენება უპასუხისმგებლობაა.

დღევანდელი გადმოსახედიდან ყველა აცნობიერებს, რომ უკრაინაში მიმდინარე ომი ბოლოსკენ მიდის და ამ პროცესს ყველა სიფრთხილით აკვირდება, რადგან ერთი მხრივ, ყველა გულშემატკივრობს უკრაინას, რომ რაც შეიძლება მისთვის დადებითად დასრულდეს, მაგრამ ყველა ხედავს, რომ რისკი დიდია და ის იმედები, რაც მათ ჰქონდათ მშვიდობასთან დაკავშირებით, შეიძლება, ეს ასე არ განხორციელდეს. ჩვენ ეს წარსულში ნანახი გვაქვს, ჩვენი ომი 8 თვის დასრულებული იყო, როცა ამერიკასა და რუსეთს შორის ურთიერთობები გადაიტვირთა და ბრიტანელი და ფრანგი ჯარისკაცები 9 მაისის აღლუმზე წითელ მოედანზე იდგნენ, უკრაინელი ჯარისკაცებიც, ჩვენი ომის შემდეგ. ჩვენ ეს ყველაფერი ნანახი გვაქვს იმ მხრივ, რომ სხვებს ვერ ვენდობით, ჩვენ ჩვენს ხალხს, საკუთარ თავს და ეროვნულ ინტერესებს უნდა ვენდოთ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

Post navigation

Previous: შემაშფოთებელია იმ მოვლენების დაკვირვება, რაც ბოლო დღეებში თბილისის ქუჩებში ვითარდება და ვატო შაქარიშვილს უკავშირდება, ქუჩაში მოხეტიალე, აგრესიული ჯგუფები წარმოადგენენ გარედან დაფინანსებულ, დესტრუქციულ ძალებს – ირაკლი ყიფიანი
Next: ვგრძნობთ, რომ სალომე ზურაბიშვილი დღესაც ჩვენი პრეზიდენტია – პაატა ბურჭულაძე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.