Skip to content
21/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ძალიან სამწუხარო და დასანანია, რომ ცალკეული საელჩოების და ორგანიზაციების მოქმედებები ღირებულებებს არ ეფუძნება, მით უმეტეს, როცა ვსაუბრობთ ქვეყნებზე, რომლებსაც აქვთ ხანგრძლივი დემოკრატიული ტრადიციები, რომელსაც დღეს არად დაგიდევენ

მარშალ პრესი 06/04/2025
irakli kobakhidze2

ძალიან სამწუხარო და დასანანია, რომ  ცალკეული საელჩოების და ორგანიზაციების მოქმედებები ღირებულებებს არ ეფუძნება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ქუთაისში განუცხადა.

პრემიერის თქმით, სხვადასხვა ტიპის ექსტრემისტულ და რადიკალურ აქტივობებს უცხოელი კოლეგები ზოგჯერ კონკრეტული განცხადებებითაც ახალისებენ.

„არის სხვადასხვა ტიპის ექსტრემისტული რადიკალური აქტივობები, ჩვენ პირველად არ ვართ ამის მომსწრე და ამას დუმილით და ზოგჯერ კონკრეტული განცხადებებითაც ახალისებენ ჩვენი უცხოელი კოლეგები, რაც ძალიან დასანანი და სამწუხაროა. სამწუხაროდ, ღირებულებებს არ ეფუძნება ცალკეული საელჩოების და ორგანიზაციების მოქმედებები. ეს ძალიან სამწუხარო და დასანანია, მით უმეტეს, რომ ჩვენ ვსაუბრობთ ისეთ ქვეყნებზე, რომლებსაც აქვთ ხანგრძლივი დემოკრატიული ტრადიციები, მაგრამ დღეს ისინი ამ ტრადიციებს არად დაგიდევენ“, – განაცხადა პრემიერმა.

Post navigation

Previous: პრემიერ-მინისტრი 7×7 ფეხბურთის ასოციაციის ყოველწლიური დაჯილდოების ცერემონიას დაესწრო
Next: ზოგადად თუ არჩევნებში ექსტრემისტული პარტიები მონაწილეობას არ მიიღებენ, ეს უმჯობესი იქნება ჩვენი დემოკრატიისთვის

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.