Skip to content
22/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ე.წ. „ვეთინგით“, რომელიც შეფუთული იყო ლამაზი სახელით – კეთილსინდისიერების შემოწმება, ჩვენგან პირდაპირ მოითხოვდნენ სასამართლოს დამოუკიდებლობის დათმობას

მარშალ პრესი 05/04/2025
irakli kobakhidze

ე.წ. „ვეთინგით“, რომელიც შეფუთული იყო ლამაზი სახელით – კეთილსინდისიერების შემოწმება, ჩვენგან პირდაპირ მოითხოვდნენ სასამართლოს დამოუკიდებლობის დათმობას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ უზენაეს სასამართლოში, მოსამართლეებთან და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებთან შეხვედრისას განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, იყო სურვილი, რომ სამ უცხოელს გადაეწყვიტა ის, თუ ვინ რჩებოდა სასამართლო სისტემაში და ვინ დაინიშნებოდა უვადოდ განწესებული გათავისუფლებული მოსამართლის ადგილას. მისივე განცხადებით, ბუნებრივია, ხელისუფლებას ასეთ ნაბიჯზე წასვლა არც უფიქრია.

„მე მაშინ პარლამენტის წევრი ვიყავი, როდესაც ჩვენ, ასევე, გვქონდა დისკუსიები ე.წ. „ვეთინგთან“ დაკავშირებით, რომელიც იყო შეფუთული ლამაზი სახელით – კეთილსინდისიერების შემოწმება. სინამდვილეში, ჩვენგან, პირდაპირ, მოითხოვდნენ სასამართლოს დამოუკიდებლობის დათმობას.

სამ უცხოელს უნდა გადაეწყვიტა ის, თუ ვინ რჩებოდა სასამართლო სისტემაში. მეტიც, თუ ვინ დაინიშნებოდა გათავისუფლებული მოსამართლის ადგილზე, კონსტიტუციის წინააღმდეგ უნდა მომხდარიყო ეს ყველაფერი. მოგეხსენებათ, კონსტიტუციით ძალიან მყარად არის დაცული მოსამართლის დამოუკიდებლობა, მათ შორის, გარანტირებულია მოსამართლის უვადოობის პრინციპი და, ამ ყველაფრის ფონზე, სამ უცხოელს უნდა გადაეწყვიტა უვადოდ განწესებული მოსამართლის ბედი. მეტიც, უნდა დაენიშნა ახალი მოსამართლეები. ამ მასშტაბით ითხოვდნენ ჩვენგან სასამართლოს დამოუკიდებლობის ხელყოფას. ბუნებრივია, არც გვიფიქრია ასეთ ნაბიჯზე წასვლა,“- განაცხადა პრემიერმა.

Post navigation

Previous: USAID-ი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ჩაანაცვლა- 2025 წლის არჩევნებთან დაკავშირებით ბრიტანეთის საგარეო უწყება საგრანტო პროგრამას აცხადებს
Next: პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებს ახალი უფროსი, ანრი ოხანაშვილი წარუდგინა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.