Skip to content
29/09/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

უამრავი საგაზეთო სტატია თუ სატელევიზიო სიუჟეტი არსებობს, სადაც ადამიანები ჰყვებიან, რომ მათი ქონების ყაჩაღური გზით წართმევაში მონაწილეობდნენ ხაზარაძე/ჯაფარიძე. ამიტომ აარიდეს მათ თავი კომისიაზე გამოცხადებას

მარშალ პრესი 04/04/2025
sozar subari

პარლამენტის ვიცე-სპიკერი, პარტია “ხალხის ძალის” თავმჯდომარე სოზარ სუბარი ბადრი ჯაფარიძისა და მამუკა ხაზარაძის მიერ საგამოძიებო კომისიისთვის თავის არიდების ფაქტს მედიასთან ეხმიანება.

დეპუტატმა აღნიშნა, რომ არსებობს უამრავი ფაქტი, რომ ბადრი ჯაფარიძე, მამუკა ხაზარაძე და მათ მიერ დაარსებული ბანკი ადამიანებისათვის ქონების ყაჩაღური გზით წართმევაში მონაწილეობდნენ. სოზარ სუბარის თქმით, ლელოს ლიდერები მიხვდნენ, რომ სასჯელისგან თავის არიდების მიზნოთ პოლიტიკისთვის თავის შეფარება ცუდი გადაწყვეტილება იყო, რადგან კითხვებზე პასუხების გაცემა საჯაროდ მათ არ შეუძლიათ, ამიტომ აარიდეს თავი საგამოძიებო კომისიას.

“დღემდე ყველამ იცოდა და უამრავი საგაზეთო სტატია თუ სატელევიზიო სიუჟეტი არსებობს, სადაც ადამიანები ჰყვებიან, რომ მათი ქონების ყაჩაღური გზით წართმევაში მონაწილეობდნენ ხაზარაძე, ჯაფარიძე და მათ მიერ დაარსებული ბანკი. როდესაც მათ [ხაზარაძეს და ჯაფარიძეს] საჯაროდ მოუხდათ ამ კითხვებზე პასუხის გაცემა, შეეშინდათ. მიხვდნენ, რომ თუ თავის დროზე სცადეს პოლიტიკისთვის თავის შეფარება სასჯელის ასარიდებლად (რასაც ვერ მიაღწიეს), დღეს პოლიტიკისთვის თავშეფარება კიდევ უარესია, რადგან საჯაროდ კითხვებზე პასუხების გაცემა მათ არ შეუძლიათ (კიდევ უფრო გამტყუნდებიან საზოგადოების თვალში). ამიტომ აარიდეს მათ თავი კომისიაზე გამოცხადებას,”- განაცხადა სოზარ სუბარმა.

Continue Reading

Previous: აჭარის მთავრობის ახალი თავმჯდომარის კანდიდატურაზე სულხან თამაზაშვილი წარადგინეს
Next: USAID-ი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ჩაანაცვლა- 2025 წლის არჩევნებთან დაკავშირებით ბრიტანეთის საგარეო უწყება საგრანტო პროგრამას აცხადებს

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025