ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის მუნიციპალური ავტობუსების დამატებითი მარშრუტები დაინიშნება

293
წაკითხვა/ნახვა
რეკლამა -------------------- IMG.GE

ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის მუნიციპალური ავტობუსების დამატებითი
მარშრუტები დაინიშნება.

დედაქალაქის სხვადასხვა საჯარო სკოლაში (N32, N39, N117, N133, N173, N175ა,
N175ბ, N177, N191, N207) მოქმედ თბილისის საგამოცდო ცენტრებში პირველი
ივლისიდან 30 ივლისის ჩათვლით, ხოლო N103 საჯარო სკოლაში პირველი
ივლისიდან 18 აგვისტოს ჩათვლით, ერთიანი ეროვნული, საერთო სამაგისტრო და
უფროსი სპეციალური მასწავლებლების გამოცდები ჩატარდება.

მუნიციპალური ავტობუსები საგამოცდო ცენტრების მიმართულებით, მგზავრებს
06:00-დან 20:00 საათამდე, სტანდარტული ტარიფით – 50 თეთრად მოემსახურება.
ეროვნული გამოცდებისთვის გათვალისწინებული იქნება დამატებითი
ავტობუსების (M3 კატეგორია) შემდეგი მარშრუტები:

1. მეტროსადგურ „ვარკეთილიდან“ ავტობუსი მგზავრებს N117 სკოლასთან
მიიყვანს;

2. კიდევ ერთი მუნიციპალური ავტობუსი მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრის“
მიმდებარე ტერიტორიიდან N175ა, N175ბ, N39, N173, N177, N191 საჯარო
სკოლებისკენ გადაადგილდება;

3. მეტროსადგურ „სამგორის“ ზედა გასასვლელიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტი
N103 საჯარო სკოლის მიმართულებით იმოძრავებს.

კომენტარები
რეკლამა
მოწონება