Skip to content
13/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ანრი ოხანაშვილს აქვს მრავალფეროვანი გამოცდილება და არის უაღრესად კეთილსინდისიერი ადამიანი, ეს კრიტერიუმი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში

მარშალ პრესი 04/04/2025
irakli kobakhidze2

ანრი ოხანაშვილს აქვს მრავალმხრივი და მრავალფეროვანი გამოცდილება და არის უაღრესად კეთილსინდისიერი ადამიანი, ეს კრიტერიუმი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

პრემიერმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ახალ ხელმძღვანელს შემდეგი 6 წლის განმავლობაში წარმატებები უსურვა.

„ყოველთვის არის ორი ძირითადი კრიტერიუმი, ეს არის კომპეტენცია და კეთილსინდისიერება. ამ ორივე კუთხით, ანრი ოხანაშვილი არის აბსოლუტურად გამორჩეული. ის არის ძალიან კომპეტენტური, მას აქვს დიდი გამოცდილება, მრავალმხრივი და მრავალფეროვანი გამოცდილება და ის არის უაღრესად კეთილსინდისიერი ადამიანი. ეს კრიტერიუმი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში. არა მარტო ძალიან კარგი კანდიდატია ანრი ოხანაშვილი ამ თანამდებობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისთვის ხელმძღვანელობისთვის, არამედ, ის არის ყველაზე მეტად შესატყვისი ამ თანამდებობისთვის, გამომდინარე მისი გამორჩეული კომპეტენციიდან, და გამორჩეული კეთილსინდისიერებიდან.  მინდა მას წარმატებები ვუსურვო შემდეგი 6 წლის განმავლობაში”, – განაცხადა პრემიერმა.

Post navigation

Previous: სოფელ ზემო ხოდაშენში ხარების ეკლესიასთან მისასვლელი გზის მოასფალტება მიმდინარეობს
Next: ის, რაც ქართულ ციხეებში გაბედეს და იკადრეს სააკაშვილმა, ბოკერიამ, მერაბიშვილმა, ადეიშვილმა და ოქრუაშვილმა, როდესაც ქართველ კაცებს აუპატიურებდნენ, არც ნაცისტებს უკადრიათ და არც ბოლშევიკებს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.