მოძრაობის „ძალა ერთობაშია“ საბურთალოს მაჟორიტარობის კანდიდატი პარტია „კანონი და სამართალის დამფუძნებელი“ თაკო ჩარკვიანი იქნება.
მოძრაობამ აღნიშნული გადაწყვეტილება დღეს იმ შეხვედრაზე მიიღო, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ და „ახალი საქართველო“ არ დასწრებია.
პარტია „კანონი და სამართლის“ ლიდერმა, თაკო ჩარკვიანმა საბურთალოს მაჟორიტარად კენჭის ყრის შესახებ Facebook-ზე 20 ივნისს დაწერა. მან თავისი საარჩევნო კამპანიის დევიზიც გააჟღერა – „არც ერთი ხმა პუტინს!“
კომენტარის დატოვება
ნიკა მელიამ მოსამართლეს უთხრა, რომ ხელისუფლება იცვლება და მომავალზე იფიქროს