Skip to content
03/12/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

სადაც საჭიროა, იქ ვახდენთ კანონმდებლობის კორექტირებას იმისთვის, რომ იყოს ეფექტიანი ბრძოლა ნარკოტიკებთან, ნარკოტიკების გასაღებასთან და ასევე მოხმარებასთან. ჩვენი მიზანია, რომ შემცირდეს ნარკომანია საქართველოში

მარშალ პრესი 04/04/2025
shalva papuashvili

სადაც საჭიროა, იქ ვახდენთ კანონმდებლობის კორექტირებას იმისთვის, რომ იყოს ეფექტიანი ბრძოლა ნარკოტიკებთან, ნარკოტიკების გასაღებასთან და ასევე მოხმარებასთან. ჩვენი მიზანია, რომ შემცირდეს ნარკომანია საქართველოში, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.

მან ნარკოდანაშაულთან ბრძოლის და ამ კუთხით საკანონმდებლო ინსტრუმენტის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„ჩვენ ამ საკითხთან დაკავშირებით ვისაუბრეთ, მათ შორის, როდესაც მოხდა ინიციირება ამ პროექტის, მამუკა მდინარაძემ ამასთან დაკავშირებით ისაუბრა. სამწუხაროდ, ის მაჩვენებლები, რაც ჩვენ გვაქვს ნარკომანიასთან დაკავშირებით, რასაც ჩვენ ვხედავთ ყოველდღიურად, ვაკვირდებით, რომ სამართალდამცავი ორგანოები ცდილობენ ყველაფერს, რომ შეაჩერონ ნარკოტიკებით ვაჭრობა და აქედან გამომდინარე, მოხმარებაც შეიზღუდოს – ამას სჭირდება ეფექტიანი საკანონმდებლო უზრუნველყოფა.

ეს მუდმივი პროცესია, ეს არ არის პირველი ცვლილება, რომელიც ამ მხრივ ხდება. პარლამენტი მთავრობასთან ერთად – მთავრობა ფლობს ყველაზე დეტალურ ინფორმაციას, აკვირდება განვითარებებს და სადაც საჭიროა კანონმდებლობის კორექტირება, იქ ვახდენთ კორექტირებას იმისთვის, რომ იყოს ეფექტიანი ბრძოლა ნარკოტიკებთან, ნარკოტიკების გასაღებასთან და ასევე მოხმარებასთან. ჩვენი მიზანია, რომ შემცირდეს ნარკომანია საქართველოში და ამას სხვადასხვა, მათ შორის საკანონმდებლო ინსტრუმენტი სჭირდება”, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

Post navigation

Previous: ყველაფერს, რასაც ვამბობდით, სიტყვა-სიტყვით იმეორებს ამერიკის ახალი ადმინისტრაცია – მათგან ჩვენ მოველით სწორი დასკვნების გამოტანას, რაც ავტომატურად მიგვიყვანს ურთიერთობების აღდგენამდე
Next: ანრი ოხანაშვილი სუს-ის ხელმძღვანელად აირჩიეს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.