Skip to content
06/05/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

მნიშვნელოვანია, ახალგაზრდებმა იცოდნენ, რომ სამშობლოს დაცვა არც კაცს და არც ქალს არ ეზარება, მაგრამ ეს რაღაც მიზანს უნდა ემსახურებოდეს და არა შლეგი პრეზიდენტის გაუაზრებელ გეგმებს

მარშალ პრესი 04/04/2025
tea tsulukiani1

ჩვენ გვაინტერესებს პოლიტიკური სიმართლე, რომ ყველა მაშინდელ პოლიტიკური თანამდებობის პირს დაერქვას სახელი და მიეზღვას ის, რაც მისაზღვევია, – განაცხადა „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებით საგამოძიებო კომისიის“ ხელმძღვანელმა, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა თეა წულუკიანმა გადაცემაში „იმედი LIVE“.

„ასევე მნიშვნელოვანია, ახალგაზრდა თაობამ იცოდეს სიმართლე და იცოდნენ, რომ როდესაც ისინი მოვლენ ხელისუფლებაში, ჯარს პოლიტიკოსის მხრიდან მოფრთხილება სჭირდება და არა სათამაშოდ ქცევა, იცოდნენ რომ, სამშობლოს დაცვა არც კაცს და არც ქალს ამ ქვეყანაში არ უჭირს და არ ეზარება, მაგრამ ეს რეალურად რაღაც მიზანს უნდა ემსახურებოდეს და არა შლეგი პრეზიდენტის პიარულ, გაუაზრებელ გეგმებს, რადგან, როგორც ირკვევა ეს ყველაფერი იყო ჯარის და მოქალაქეების გაწირვა სააკაშვილის მხრიდან საკუთარი პიარისთვის ჩაფიქრებული“, – აღნიშნა თეა წულუკიანმა.

2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია სხდომებს განაგრძობს.

Post navigation

Previous: კომისიის სხდომაზე დადგინდა, რომ ჩვენს სამხედროებს ჰქონდათ მაღალპროფესიული გეგმა, რომელიც კეზერაშვილმა, მერაბიშვილმა და სააკაშვილმა ნაგავში ჩააგდეს და ომი აწარმოებს თავიანთი პოლიტიკური ხედვებით, რაც არის დანაშაული
Next: მივიღე გადაწყვეტილება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობის დატოვების შესახებ – თორნიკე რიჟვაძე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.