Skip to content
06/05/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

მე გავხდი პირველი ჯგუფის ინვალიდი, შეძენილი ეპილეფსია მაქვს, გულყრები, რაც მანამდე არ მქონდა. ვამეხიმ თვალი დაკარგა, ჯანმრთელობა აქვს მომსპარი, ნამდვილად არ გვეგონა თუ საერთოდ გაივლიდა. ორივე გაგვხადეს შშმ პირები

მარშალ პრესი 03/04/2025
kakha dabrundashvili

2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის დაზარალებულმა კახა დაბრუნდაშვილმა ისაუბრა.

დაბრუნდაშვილმა მისი და ვამეხ აბულაშვილის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ანგარიშსწორება გაიხსენა, სადაც ფიგურირებენ დათა ახალაია, ოლეგ მელნიკოვი და გერონტი ალანია.

„ამ ყველაფრის მიზეზი იყო ვამეხის მეგობარი გოგონა. დათა ახალაიას 6-7 წლით წინ ამ გოგონასთან ჰქონდა ურთიერთობა და ეგ ხომ ეგეთი ავადმყოფია, რომ სიმთვრალეში ახსენდება ყველაფერი და რომელიღაც რესტორნიდან მთვრალმა, ნაბახუსევმა მოინდომა ქალბატონი და ურეკავს. ხვდება ვამეხი ტელეფონზე და ხდება შელაპარაკება“, – განაცხადა კახა დაბრუნდაშვილმა.

მან ასევე ცემის შედეგად მიყენებულ ტრავმებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამან გამოიწვის ის, რომ დღევანდელი მდგომარეობით კახა დაბრუნდაშვილიც და ვამეხ აბულაშვილიც შშმ პირები არიან.

„გაგვანახევრეს რა ხალხო რა, კარგად გამიგეთ, მე დეტალებს ვერ მივყვები, გაგვანახევრეს. მე გავხდი პირველი ჯგუფის ინვალიდი, შეძენილი ეპილეფსია მაქვს, გულყრები, რაც მანამდე არ მქონდა. ვამეხიმ თვალი დაკარგა, ჯანმრთელობა აქვს მომსპარი, ნამდვილად არ გვეგონა თუ საერთოდ გაივლიდა. ორივე გაგვხადეს შშმ პირები“, – განაცხადა კახა დაბრუნდაშვილმა.

Post navigation

Previous: დათა ახალაია პიჯაკს სწევს, იღებს იარაღს, ტენის და იწყებს თამაშს – ხან მე მომიშვერს, ხან ვამეხ აბულაშვილს, თან იცინის, პირველი რომელი მოგკლათო
Next: თინა ბურჯალიანი, ზურაბ ადეიშვილის მოადგილე, რომელიც სტრასბურგში ჩამობრძანდა, წარსდგა სასამართლოს წინაშე და ამტკიცებდა ისე, რომ არ რცხვენოდა, თურმე, მაყვლის ეკალ-ბარდებზე გადაჩეხილა სანდრო გირგვლიანი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.