Skip to content
20/12/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

კადეტთა სამხედრო ლიცეუმი მოსწავლეთა ახალი ნაკადის მისაღებად ემზადება

მარშალ პრესი 03/04/2025
505

ქუთაისში არსებული გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმის წარმომადგენლები მოსწავლეთა ახალი ნაკადის მიღების მიზნით, საქართველოს ქალაქებისა და მუნიციპალიტეტების სკოლებში საინფორმაციო შეხვედრებს მართავენ. დღეს ლიცეუმის წარმომადგენლები თბილისის 72-ე საჯარო სკოლას ესტუმრნენ და მოზარდებს კადეტთა სამხედრო ლიცეუმის შესახებ სრული ინფორმაცია მიაწოდეს.

კადეტებმა მე-8 და მე-9 კლასის მოსწავლეებს სამხედრო ლიცეუმში სწავლისა და ცხოვრების პირობები გააცნეს და იმ გამორჩეულ გარემოსა და შესაძლებლობებზე ესაუბრნენ, რომელსაც ლიცეუმი თითოეულ კანდიდატს სთავაზობს. კადეტებმა ახალგაზრდებს დღის განრიგი გააცნეს და სამხედრო სასწავლებლის შესახებ პრეზენტაცია წარუდგინეს. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.

თბილისისა და რეგიონების საჯარო სკოლებში საინფორმაციო შეხვედრები 5 ივნისს, ქუთაისში, კადეტთა სამხედრო ლიცეუმში ღია კარის დღით დასრულდება. ღია კარის დღეზე ლიცეუმში სწავლის მსურველ ახალგაზრდებს სასწავლებლის ინფრასტრუქტურის დათვალიერების და შესაძლებლობების გაცნობის საშუალება ადგილზე ექნებათ.

Post navigation

Previous: რომ მივხვდი, თავს არ მანებებდნენ და გამოსავალი აღარ იყო, დავთანხმდი – რატომღაც განცხადება დამაწერინეს გიგი უგულავას და მთავრობის სახელზე და არა იმ ადამიანზე, პრეზიდენტი მყავს მხედველობაში, რომელმაც ეს განკარგულება გამოსცა
Next: როგორც ჩანს, აშშ-ს ახალი ადმინისტრაცია საქართველოსთან მიმართებაში უფრო გაურკვევლობაშია, ვიდრე გარკვეულობაში

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.