Skip to content
25/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

აქციებზე ამაყად კი ამბობენ, რომ არ ეშინიათ, მაგრამ ეს სითამამე მხოლოდ იმითაა განპირობებული, რომ საშიში არაფერია. ჯიხურებზე გვამების შემოდების დრო დამთავრდა!

მარშალ პრესი 03/04/2025
dimitri khundadze

„ის, ვინც რუსთაველზე ყოველდღე დგას, ნებით თუ უნებლიედ არყევს ქვეყნის სტაბილურობას და თავისუფლების სახელით მორჩილებას ითხოვს,” – წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ გენერალური მდივანი დიმიტრი ხუნდაძე.

როგორც დეპუტატი აღნიშნავს, ისინი, ვინც დღეს სხვადასხვა ფორმით არად აგდებენ საზოგადოების უმრავლესობის არჩევანს, არიან „ნაცმოძრაობის“ რეჟიმის წარმომადგენლების მიერ ჩადენილი დანაშაულების გამზიარებლები. „დღეს, ვინც პირდაპირ თუ ირიბად, ევროპის მიმზიდველობით თუ რუსეთის სიძულვილით, საკუთარი წარუმატებლობით თუ ვინმეს პირადი შუღლით, შეგნებით თუ შეუგნებლად აკრიტიკებენ და თავს ესხმიან საზოგადოების უმრავლესობის არჩევანს, უნდა იცოდნენ, რომ ისინი არიან „ნაცმოძრაობის“ და მათ მიერ ჩადენილი დანაშაულების, წამებების, მკვლელობების, ქონებების ჩამორთმევის, საქართველოს ტერიტორიების დაკარგვის „გულშემატკივრები”.

ის, ვინც რუსთაველზე ყოველდღე დგას, ნებით თუ უნებლიედ არყევს ქვეყნის სტაბილურობას და თავისუფლების სახელით მორჩილებას ითხოვს. ვინც იქ არ დგანან და სოციალურ ქსელებში ვითომ გონიერი ტექსტების „კაკუნით” არიან დაკავებულნი, მათაც წარსულის უბედურების მობრუნების შეფარული სურვილი ეტყობათ. აქციებზე ამაყად კი ამბობენ, რომ არ ეშინიათ, მაგრამ ეს სითამამე მხოლოდ იმითაა განპირობებული, რომ საშიში არაფერია.

ჯიხურებზე გვამების შემოდების დრო დამთავრდა! როცა მართლა შიში იყო ქვეყანაში გაბატონებული, მაშინ „ამაყად” შლიდნენ მობილურ ტელეფონებს და ოჯახის წევრებსაც შიშით ესაუბრებოდნენ. თავად ვიცნობ ბევრ ისეთ დღევანდელ „კრიტიკოსს”, ვისაც სიტყვაც არ დაუძრავს, მაშინ, როცა განგაშის ზარები დარეკა საზოგადოებამ ბიძინა ივანიშვილთან და მის გუნდთან ერთად, ფანჯრებშიც ფარდის უკნიდან იხედებოდნენ და სხვისი ჭირი არად მიაჩნდათ. ომში წასვლაზეც ამაყები არიან მეგაფონთან, მაგრამ არა თუ ომში, ჯარში წასვლაზეც კი ცრუ რელიგიურ საფარველს ეძებენ. კიდევ კარგი, რომ ბევრნი არ არიან თორემ „ცოდვის კალო” ერთად გალეწავდა ყველას და ყველაფერს. მადლობა საზოგადოების უმრავლესობას, რომ სამშობლოზე შეცილების უფლებას არავის აძლევს,” – წერს დიმიტრი ხუნდაძე.

Post navigation

Previous: ღამის 01:00 საათიდან 02:00 საათის ფარგლებში ვაკეში ნოტარიუსი იყო ციური ბერიძე, მასთან წამიყვანეს, სადაც გაფორმდა ჩემი დაწერილი განცხადება – ნოტარიუსმა მითხრა, ბატონო რამაზ ნუ ნერვიულობთ თქვენ ხართ დღეს მეთხუთმეტეო
Next: რომ მივხვდი, თავს არ მანებებდნენ და გამოსავალი აღარ იყო, დავთანხმდი – რატომღაც განცხადება დამაწერინეს გიგი უგულავას და მთავრობის სახელზე და არა იმ ადამიანზე, პრეზიდენტი მყავს მხედველობაში, რომელმაც ეს განკარგულება გამოსცა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.