საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ დეპუტატი ხაზარაძე იტყუება – ნინო გიორგობიანი

1015
წაკითხვა/ნახვა
რეკლამა -------------------- IMG.GE

მთავრობის ადმინისტრაციის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის დირექტორი ნინო გიორგობიანი, პარტია  “ლელო”-ს თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძის მიერ, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ავტომანქანასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას ეხმიანება:

“დეპუტატმა თავს იმის უფლება არ უნდა მისცე, რომ ტელეეთერიდან მაყურებელი მოატყუო, – მამუკა ხაზარაძეს ვგულისხმობ.

გუშინ ერთ-ერთ ეთერში განაცხადა, რომ პრემიერი ძვირადღირებული ავტომანქანით გადაადგილდება, რომელიც თითქოს სახელმწიფოს ბიუჯეტითაა ნაყიდი, საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ დეპუტატი ხაზარაძე იტყუება!

ირაკლი ღარიბაშვილი მისი პირადი მანქანით გადაადგილდება, რომელიც განვადებით, ჯერ კიდევ 2019 წელს იყიდა, როცა კერძო სექტორში მუშაობდა და ეს ინფორმაცია ნებისმიერმა, თემით დაინტერესებულმა ადამიანმა ძალიან მარტივად შეუძლია გადაამოწმოს პრემიერის დეკლარაციაში.”– წერს ნინო გიორგობიანი.

კომენტარები
რეკლამა
მოწონება