Skip to content
08/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

იუსტიციის მინისტრად პაატა სალია ინიშნება

მარშალ პრესი 02/04/2025
paata salia
საქართველოს იუსტიციის მინისტრის თანამდებობას პაატა სალია, –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ის არის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ადვოკატი, იურისტი საქართველოში.
„საქართველოს იუსტიციის მინისტრის თანამდებობას დაიკავებს ბატონი პაატა სალია. განსაკუთრებული წარდგენა არც მას ჭირდება. ის გახლავთ საქართველოს პარლამენტის მოქმედი წევრი და ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ადვოკატი, იურისტი საქართველოში. მას იურიდიული განათლება მიღებული აქვს საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში.
წარმატებებს ვუსურვებ გრიგოლ ლილუაშვილს, ანრი ოხანაშვილს და პაატა სალიას ახალ თანამდებობებზე“, –  განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

Post navigation

Previous: პარლამენტის სასახლეს კვლავ გაუხსნეს ცეცხლი პიროტექნიკით, საელჩოების მხრიდან მოველი დაგმობას, მით უმეტეს, ეს მოხდა მათ მიერ დაფინანსებული „ენჯეოების“ ორგანიზებულ აქციაზე
Next: ანრი ოხანაშვილი სუს-ის ხელმძღვანელად ინიშნება

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.