Skip to content
15/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • უცხოეთი

შარლ მიშელი: ჩინეთი თვალს ვერ დახუჭავს რუსეთის მიერ საერთაშორისო სამართლის დარღვევაზე

მარშალ პრესი 01/04/2022
შარლ მიშელი

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა განაცხადა, რომ ჩინეთი თვალს ვერ დახუჭავს რუსეთის მიერ საერთაშორისო სამართლის დარღვევაზე.

„ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა აგვეხსნა ევროკავშირის პოზიცია. ჩინეთს მოვუწოდეთ, აქტიური მონაწილეობა მიიღოს ყველა ძალისხმევაში, რომელიც მშვიდობისა და სტაბილურობის აღსადგენად კეთდება“, – აღნიშნა შარლ მიშელმა ევროკავშირი-ჩინეთის ვირტუალური სამიტის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.

შარლ მიშელის თქმით, სანქციების გვერდის ავლის ან რუსეთისთვის დახმარების გაწევის ნებისმიერი მცდელობა გაახანგრძლივებს ომს.

„ჩვენ ასევე ფხიზლად მოვეკიდებით რუსეთისთვის ფინანსური ან სამხედრო დახმარების გაწევის მცდელობებს. თუმცა, ევროპელები და საერთაშორისო საზოგადოება მიესალმება ჩინეთის პოზიტიურ ნაბიჯებს ომის დასრულების თვალსაზრისით“, – დასძინა შარლ მიშელმა.

Post navigation

Previous: ატომური ენერგიის სააგენტო უკრაინის ბირთვულ ობიექტებს შეამოწმებს
Next: ერდოღანმა და პუტინმა უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებები განიხილეს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.