Skip to content
29/09/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ასეთი “დაღეჭილი” სამოქმედო გეგმა, მე ჯერ არ მსმენია და თუ დღეიდან რამე “ისე არ წაუვიდათ”, ჩემს გაოცებას საზღვარი არ ექნება

მარშალ პრესი 01/04/2025
DAVID KARTVELISHVILI

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი 31 მარტის აქციაზე პაატა ბურჭულაძის სიტყვით გამოსვლას სოციალურ ქსელში ეხმიანება.

„ბურჭულაძემ ბენდერის წარმატების ყველა ფორმულა გაიმეორა. მან უმიკროფონოდაც გარკვევით თქვა: “Всегда!” – რითაც ხაზი გაუსვა აქციების ხანგრძლივობას. ამას დაამატა: “Заграница нам поможет!” – და აქ, ალბათ მომეჩვენა, მაგრამ მის მარცხენა თვალში ცრემლი შევნიშნე“- წერს ექსპერტი და აღნიშნავს, რომ პაატა ბურჭულაძის მიერ გაჟღერებული „დაღეჭილი“ გეგმის შემდეგ, თუკი აქციის მონაწილეებმა რაიმე გეგმის მიხედვით ვერ განახორციელეს, მის გაკვირვებას საზღვარი არ ექნება.

“კარგ ბანს მიკროფონი არა სჭირდება” – ძველი ქიზიყური ანდაზაა. ასეთი მკაფიო გზავნილი და გეგმა, რაც პაატა ბურჭულაძემ თქვა გუშინ, მე ოსტაპ ბენდერის საიდუმლო პოლიტიკური შეკრების შემდეგ არ მსმენია. ბურჭულაძემ ბენდერის წარმატების ყველა ფორმულა გაიმეორა. მან უმიკროფონოდაც გარკვევით თქვა: “Всегда!” – რითაც ხაზი გაუსვა აქციების ხანგრძლივობას. ამას დაამატა: “Заграница нам поможет!” – და აქ, ალბათ მომეჩვენა, მაგრამ მის მარცხენა თვალში ცრემლი შევნიშნე. და რაც მთავარია, მან სამგზის, (მამლის ყივილამდე) გაიმეორა ის მთავარი “მესიჯი”, რაც აქამდეც უნდა ყოფილიყო “უწყვეტი” აქციების ძირითადი “ლოკომოტივი”: “რაღაც უნდა გავაკეთოთ! რაღაც უნდა გავაკეთოთ! რაღაც უნდა გავაკეთოთ!”. ასეთი “დაღეჭილი” სამოქმედო გეგმა, მე ჯერ არ მსმენია და თუ დღეიდან რამე “ისე არ წაუვიდათ”, ჩემს გაოცებას საზღვარი არ ექნება…“- წერს დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.

Continue Reading

Previous: ვინც სალომეს გამოსვლის ტექსტი დაუწერა, არის ბრიყვი – ელისო კილაძე
Next: ზოგი თვლის, რომ შენობები უნდა ავიღოთ. ეს ნიშნავს დიდ დაპირისპირებას და ციხეების გავსებას დემონსტრანტებით. მე არც კი ვიცი, ვის შეუძლია ამის გაკეთება

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025