ამბროლაურის საკრებულოს ერთ-ერთი ფრაქციის თავმჯდომარეს ბორკილები სამუშაო კაბინეტში დაადეს (ვიდეო)

471
წაკითხვა/ნახვა
რეკლამა -------------------- IMG.GE

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ერთერთი ფრაქციის თავმჯდომარე დააკავეს. (ამ ეტაპზე არ საჯაროვდება, თუ რომელი ფრაქციის თავმჯდომარეზეა საუბარი.)

როგორც გამოძიებით დგინდება, საკრებულოს ერთერთი ფრაქციის თავმჯდომარემ დაარწმუნა მოქალაქე, რომ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახურის თანამშრომელთა მეშვეობით უზრუნველყოფდა ქ.თბილისში მდებარე მიწის ნაკვეთზე სამშენებლო კოეფიციენტის გაზრდას, რაშიც ქრთამის სახით 140 000 აშშ დოლარის გადახდა მოსთხოვა.

2021 წლის 29 ივნისს მან მოქალაქეს წინასწარ გამოართვა ქრთამის სახით მოთხოვნილი თანხის ნაწილი – 30 000 აშშ დოლარი, რა დროსაც ის დააკავეს.

კომენტარები
რეკლამა
მოწონება