Skip to content
03/06/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ვერ გაგვაჩერებთ, სააკაშვილის კიდევ ბევრ დანაშაულზე ახალ ფაქტებს გამოვავლენთ – თეა წულუკიანი

მარშალ პრესი 31/03/2025
tea tsulukiani

„ქართული ოცნების“ ხელისუფლება არის ის ხელისუფლება, რომელმაც შექმნა სპეციალური ჯგუფი, ამ ჯგუფს მე ვხელმძღვანელობდი იუსტიციის მინისტრის რანგში და ჩვენ გადავარჩინეთ ქართული ჯარის ღირსება სტრასბურგშიც და ჰააგის სასამართლოშიც, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე თეა წულუკიანმა განაცხადა.

მისი თქმით,ოპოზიციისგან წამოსულ შენიშვნებს ამ თემაზე მმართველი გუნდი ვერ მიიღებს, უფრო მეტიც – მიხეილ სააკაშვილის თუ სხვა მაღალი თანამდებობის პირების დანაშაულების ახალ ფაქტებსაც გამოავლენენ.

„აქეთ ამ თემაზე არავითარ შენიშვნას ჩვენ არ მივიღებთ, მაგრამ თქვენ ჩვენ ვერ გაგვაჩერებთ, ჩვენ სააკაშვილის კიდევ ბევრ დანაშაულზე ახალ ფაქტებს გამოვავლენთ. ჩვენ კეზერაშვილის, მერაბიშვილის და სხვა პოლიტიკური პირების, ომის პირობებში, საპატიმროში თუ საკუთრების უფლების მიმართულებით, კიდევ არაერთ დანაშაულებრივ ფაქტს გამოვავლენთ, რაც არ უნდა ელენე ხოშტარიამ იკივლოს ქუჩაში, მით უმეტეს, ირკვევა, რომ 2004 წლიდან, სწორედ ელენე ხოშტარია, იმ დროს ჩაცმულ-დახურული ხელმძღვანელობდა ქართული ჯარის განადგურების დასაწყისს, როდესაც ათასეულობით პროფესიონალი გაუშვეს ქართული ჯარიდან. ასე შეატოვეს რუსეთს და სეპარატისტებს პირისპირ მოქალაქეები, ჯარისკაცები და რეზერვისტები. ამ მიმართულებაზე ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას.“ – განაცხადა თეა წულუკიანმა.

Continue Reading

Previous: ბრითიშ ეარვეისი“ და „იზი ჯეტი“ შემოდიან საქართველოში, ეს ხელს შეუწყობს მობილობის კიდევ უფრო მეტად გაზრდას და ტურიზმის მეტად განვითარებას ჩვენს ქვეყანაში
Next: ქართველი სტარტაპერები, რომლებიც ქმნიან მაღალტექნოლოგიურ და ინოვაციურ პროდუქტებს, ისარგებლებენ უპრეცედენტო საგადასახადო შეღავათებით 10 წლის განმავლობაში

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025