Skip to content
04/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

გრძელდება ქვეყნის ეკონომიკური გაძლიერება, იანვარში გვქონდა 11.1% ეკონომიკური ზრდა და თებერვალში – 7.7%, ეკონომიკურ გაძლიერებას აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის განმტკიცებისთვისაც

მარშალ პრესი 31/03/2025
irakli kobakhidze
იანვარში გვქონდა 11.1% ეკონომიკური ზრდა და თებერვალში, დღევანდელი მონაცემების მიხედვით, რომელიც გამოაქვეყნა საქსტატმა, ზრდამ შეადგინა 7.7%, –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, გასულ წელს 9.4% იყო წლიური ეკონომიკური ზრდა და   ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია ამ ტენდენციის შენარჩუნება.
„დამოუკიდებლობისთვის ეკონომიკას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. ჩვენ მოხარული ვართ, რომ გრძელდება ქვეყნის ეკონომიკური გაძლიერება. ამ თვალსაზრისით, 2025 წლის პირველი და მეორე თვეებიც იყო გამორჩეული. ჩვენ დავხურეთ ეს 2 თვე დადებითი მაჩვენებლებით. იანვარში გვქონდა 11.1% ეკონომიკური ზრდა და თებერვალში, დღევანდელი მონაცემების მიხედვით, რომელიც გამოაქვეყნა საქსტატმა, ზრდამ შეადგინა 7.7%. ამ კუთხით შარშანაც გვქონდა ძალიან დადებითი მაჩვენებელი, 9.4% იყო წლიური ეკონომიკური ზრდა. ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია, რა თქმა უნდა, ამ ტენდენციის შენარჩუნება.
საბიუჯეტო პროგნოზი არის 6%. ეს არის ერთგვარი პროგრამა მინიმუმი, რომელიც გვაქვს დასახული, თუმცა ვფიქრობ, რომ იმ ტენდენციებით, რომლებიც ფიქსირდება აქამდე, შეგვიძლია ეს გეგმა გადაჭარბებითაც შევასრულოთ.
სავალუტო ფონდის პროგნოზის მიხედვით, 2025-2029 წლებში საქართველოს ექნება ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა, როგორც რეგიონში, ასევე მთლიანად კონტინენტის, ევროპის მასშტაბით. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ არა მხოლოდ ეს პროგნოზი შევასრულოთ, არამედ კიდევ უფრო მეტად გავზარდოთ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა. ეკონომიკურ გაძლიერებას აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის განმტკიცებისთვისაც“, –  განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

Continue Reading

Previous: მინდა გამოვეხმაურო იმ აჟიოტაჟს, რაც ჩვენმა წინა კვირის საქმიანობამ, ზოგიერთ მავნებელში და მათ მიერ პროპაგანდის მსხვერპლად ქცეულ ადამიანში გამოიწვია
Next: ბრითიშ ეარვეისი“ და „იზი ჯეტი“ შემოდიან საქართველოში, ეს ხელს შეუწყობს მობილობის კიდევ უფრო მეტად გაზრდას და ტურიზმის მეტად განვითარებას ჩვენს ქვეყანაში

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025