Skip to content
16/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ოპოზიციონერებმა თვითონაც იციან, რომ ასე ხელოვნურად ვერ იქმნება ეს ე.წ. მუხტი. მათ არა აქვთ დღის წესრიგი

მარშალ პრესი 31/03/2025
bidzina giorgobiani

ოპოზიციონერებმა თვითონაც იციან, რომ ასე ხელოვნურად ვერ იქმნება ეს ე.წ. მუხტი, – განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, ბიძინა გიორგობიანმა საპროტესტო აქციებზე საუბრისას.

„ოპოზიციას არა აქვს დღის წესრიგი. მუხტი კი არ უნდა ჰქონდეთ, უნდა ჰქონდეთ პოლიტიკური დღის წესრიგი, რომელიც მათ ვერ შექმნეს, მე-13 წელია. ამას განსაკუთრებით ვერ შექმნის სალომე ზურაბიშვილი, რომელიც ბოლო პერიოდში სისხლის სამართლის დანაშაულების გზას დაადგა, როდესაც უცხო სახელმწიფოებში დადის და იქ ცილს სწამებს საქართველოს თითქოს, ჩვენი ქვეყანა არის სანქციების გვერდის ავლის ჰაბი. რაღა სანქციებზეა ლაპარაკი, როდესაც უკვე მსოფლიოში მიმდინარეობს პროცესი, როდესაც ეძებენ გზებს, რომ ეს სანქციები მოხსნან, შეამსუბუქონ, რათა გაიხსნას გზა ამ ომის პოლიტიკური მოლაპარაკებით მოწესრიგებისკენ.

ესენი არიან ჩარჩენილი იმ დღის წესრიგში, რომელიც არსებობდა ბაიდენის ადმინისტრაციის დროს, იმართებიან ბრიუსელის იმ ბიუროკრატიისგან, რომელიც თვითონ არის პოლიტიკური აუტსაიდერი და მათ მიერ დადგენილი დღის წესრიგით ჰყავთ მოკავშირეებად ბალტიისპირეთის სახელმწიფოები და დგამენ ნაბიჯებს. უნდათ, რომ თბილისში შექმნან ისეთი სურათი, თითქოს, აქ პოლიტიკური პროტესტი მიმდინარეობს“, – აღნიშნა ბიძინა გიორგობიანმა.

Post navigation

Previous: მექრთამე კეზერაშვილი თავდაცვის მინისტრი იყო, ვინ გაუბედავდა მას სიტყვის თქმას, ან დათა ახალაიას. წარმოგიდგენიათ ვის ხელში იყო სამხედრო ძალები
Next: ვინმეს თუ ჰგონია მოღალატეობრივ რეზოლუცია 1633-ს აირიდებს, ვისაც კი ოდნავ მაინც შეხება ჰქონია ამ ბოროტ დეკლარაციასთან, ძალიან ცდება, მათ შორის – ეს სააკაშვილის “ცხვირსახოციც”

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.