Skip to content
30/09/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ვინ “გაგაღვიძათ”, ბატონო გრიგოლ და რა მიზნით? – დავით ქართველიშვილი გრიგოლ ვაშაძეს

მარშალ პრესი 30/03/2025
DAVID KARTVELISHVILI

„ფილმებში რომ იციან წარწერა, ყველა სიუჟეტი გამოგონილია და რაიმე დამთხვევა კინოს პერსონაჟთან შემთხვევითი ხასიათისააო, ანუ, არც მე არ მინდა არაფრის თქმა, მაგრამ, „შემთხვევითი” იყო, რომ რუსული (პოლიტიკურად მეკუთვნის) სერიალის “Спящие-ს“ უკანასკნელი სერიის ყურების მეორე დღეს, საპარლამენტო-საგამოძიებო კომისიაზე დაბარებული იყო ბატონი გრიგოლ ვაშაძე“, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი წერს.

დავით ქართველიშვილი დროებითი საპარლამენტო-საგამოძიებო კომისიის მიერ გრიგოლ ვაშაძის გამოკითხვას ეხმაურება.

„თვით სერიალი კი იყო იმ „მიძინებულ” თუ „დაკონსერვებულ” აგენტებზე, რომლებსაც წლების შემდეგ საჭიროების გამო “აღვიძებენ” მათ ტელეფონებზე თუ მეილებზე მოკლე შეტყობინების გაგზავნით: “გაიღვიძე!”. მერე მას ხვდება რეზიდენტურის წარმომადგენელი და აცნობს შესასრულებელ დავალებას. ეს ფილმი ჯერ კიდევ მიტრიალებდა თავში, როდესაც კომისიის სხდომაზე გრიგოლ ვაშაძეს მოულოდნელად ჰკითხეს:

„რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში რომელ წლებში მოგიწიათ მუშაობა?”. “არც ერთში!” – გაიცა მყისიერი პასუხი, – “მე ვმუშაობდი სსრკ-ს საგარეო უწყებაში და საბჭოთა კავშირის შემდეგ, არც ერთი დღე არ მიმუშავია რუსეთის საგარეოში”. აქ კი ჩავუფიქრდი და კვლავ სერიალისკენ წავედი: 2007 წლამდე, როდესაც რუსეთის მოქალაქე გრიგოლ ვაშაძემ მიიღო შემოთავაზება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დასაქმების თაობაზე, ეს МГИМО-ს კურსდამთავრებული, გამოცდილი, სტაჟიანი საბჭოთა დიპლომატი “მიძინებულ” მდგომარეობაში იყო 15 წელიწადი (1992-2007 წ.წ.)… ვინ “გაგაღვიძათ”, ბატონო გრიგოლ და რა მიზნით? როგორც ეს თავშივე აღვნიშნე, ამ ჩემს ბოლო წინადადებას კინემატოგრაფიული იუმორით შეხედეთ“, – წერს დავით ქართველიშვილი.

Continue Reading

Previous: საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებული ირაკლი ბებუა თავისუფალია
Next: [საგამოძიებო] კომისიის გაშავების მიზნით საუბარი იმაზე, რომ ის ახდენს ქვეყნის დადანაშაულებას ომის დაწყებაში და არა მაშინდელი მთავრობის ბრძანების გამცემი მაღალჩინოსნების და მათი დანაშაულებრივი ქმედებების გამოკვლევას, არის აბსურდი და მიზანმიმართული სიცრუე

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025