Skip to content
30/09/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

კვლევის არასერიოზულობა იმაში გამოიხატება, რომ 1 200000 ამომრჩევლიდან, 20 კაცი შეურჩევიათ და ისე გამოუკითხავთ, მილიონი ადამიანის ფსიქოლოგიური სურათი მიუღიათ

მარშალ პრესი 30/03/2025
zurab kadagidze

“ხალხის ძალის” წევრი ზურაბ ქადაგიძე ქცევის ანალიზის, სტრატეგიისა და კომუნიკაციების გუნდის (BISC Partners) მიერ ჩატარებულ კვლევას ეხმიანება და აღნიშნავს, რომ კვლევის არასერიოზულობა იმაში გამოიხატება, რომ 1 200000 ამომრჩევლიდან, 20 კაცი შეურჩევიათ და ისე გამოუკითხავთ, რომ მილიონი ადამიანის ფსიქოლოგიური სურათი მიუღიათ.

მისივე თქმით, “ენჯეოშნიკებში” იმდენად უსუსურ მდგომარეობაში არიან ჩავარდნილები, ცდილობენ გადაფარონ საკუთარი უიმედობა და უპერსპექტივობა.

“ვერაფერს უხერხებენ პოლიტიკურ “სტატუს-კვოს” და ახალი სიგიჟე გამოაცხვეს.

რომელიღაც ” ვოუქერ”, “სმარტ აბრევიატურის” მქონე ორგანიზაციას, კვლევა გააკეთებინეს და ხელისუფლების ამომრჩეველთა ფსიქო-სოციალური მდგომარეობა შეაფასეს.

კვლევის არასერიოზულობა იმაში გამოიხატება, რომ 1 200000 ამომრჩევლიდან, 20 კაცი შეურჩევიათ და ისე გამოუკითხავთ, მილიონი ადამიანის ფსიქოლოგიური სურათი მიუღია

საკუთარ თავს უფრო აჯერებენ, ეს საცოდავები ალბათ, ან დონორებზე ნადირობენ – აი ასეთი პროფესიონალი გუნდი გვყავს, 20 კაცით, 1 200000 კაცის შეფასება შეგვიძლიაო…

თუმცა, უფრო სხვა პრობლემაა ამ “ენჯეოშნიკებში” – იმდენად უსუსურ მდგომარეობაში არიან ჩავარდნილები, რით გადაფარონ საკუთარი უიმედობა და უპერსპექტივობა, იმას ცდილობენ.

იმის მაგივრად, რომ საკუთარი რეალობა და რადიკალური ოპოზიციის უუნარობა შეაფასონ, “ჟონგლიორობით” ცდილობენ, ხელისუფლების ამომრჩევლის მოგონილი ფსიქო-სოციალური მდგომარეობით ახსნან, მათთვის მიუღებელი “სტატუს-კვო”.

არა და – ოპოზიციის ამომრჩეველი, რომ გამოეკვლიათ ჯერ და გაერკვიათ – რა აიძულებს ადამიანს, გვარამია და ზურაბიშვილი, მელია და ხაბეიშვილი, გუბაზი და სააკაშვილი ერთად აერჩიათ უფრო არ გაარკვევდნენ, რა განაპირობებს კოლექტიური ოპოზიციის ჭაობში ყოფნასა და მათ უნიათობას?” – წერს ზურაბ ქადაგიძე.

Continue Reading

Previous: პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 3 პირი დააკავა, მათ შორის 2 ნარკორეალიზატორია (ვიდეო)
Next: საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებული ირაკლი ბებუა თავისუფალია

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025