Skip to content
30/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

გიორგი გამსახურდია 31 მარტს დაგეგმილ აქციას ეხმიანება

მარშალ პრესი 30/03/2025
giorgi gamsakhurdia

მინდა გამოვეხმაურო 31 მარტს. ეს, თავისთავად ცხადია, არის ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი საქართველოსთვის, უდიდესი მნიშვნელობის მქონე დღე და თქვენ წარმოგიდგენიათ პუტჩის აქტიური მონაწილე, პუტჩის “გამპრავებელი”, სალომე ზურაბიშვილი, ამ ყველაფერს აანონსებს, – ამის შესახებ გიორგი გამსახურდიამ განაცხადა.

როგორც გამსახურდია სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვიდეოში აღნიშნავს, საშინელებაა, როდესაც ზვიად გამსახურდიას იდეური მტრები, 31 მარტს საპროტესტო აქციას აანონსებენ. მისივე თქმით, საქართველოს პირველ პრეზიდენტს, სააკაშვილი სადამ ჰუსეინს უწოდებდა, ზურაბიშვილი კი – აძაგებდა.

“საშინელებაა, როდესაც ზვიადის იდეური მტრები, ხვალინდელ 31 მარტს, ამას აკეთებენ. ყველა იმ ადამიანს მინდა ვუთხრა, რომ ძალიან ცუდი იქნება თქვენი მხრიდან ამ ფარსში მონაწილეობა. ზვიად გამსახურდიას, მიხეილ სააკაშვილი ეძახდა სადამ ჰუსეინს – ეს ყველაფერი არსებობს, არის ინტერნეტსივრცეში და ეს დადასტურებულია. სალომე ზურაბიშვილი, ეს მავნებელი ქალბატონი, მთელი თავისი პოლიტიკური არსებობის მანძილზე, მეუღლესთან ერთად, რომელიც იყო მისი შვილის ნათლია, ზვიად გამსახურდიას აძაგებდა. ეს ქალბატონი არ უნდა მოინათლოს და ვერ მოინათლება პატრიოტად, ეს ჩემი შეხედულებაა, დანარჩენი, უკვე თქვენზეა დამოკიდებული.” – აღნიშნა გიორგი გამსახურდიამ

Post navigation

Previous: გეშინოდეთ, მალე, ქუჩაში მილიონი ფსიქიურად შეშლილი ადამიანი გამოვარდება – მეგი გოცირიძე
Next: ტელეკომპანია “იმედი”-ს მფლობელი, ბიზნესმენი ირაკლი რუხაძე განცხადებას ავრცელებს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.